ბოლო დროს საიტის წევრების მხრიდან, ერთობლივი ექსკურსიის მოწყობაზე არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით, 24-25-26 ივლისს, ბოკეს და გრაფის ადმინისტრაცია გეგმავს ერთობლივ სამდღიან ლაშქრობას ყაზბეგში.
ეს გასვლა იქნება ყველაზე მასშტაბური და პომპეზური ორივე ფოტოკლუბის არსებობის ისტორიაში.
ტექნიკურ დეტალებს მოგვიანებით მოგახსენებთ.
ვკრებთ 100 ლარს*.
იმედია მომავალში სხვა ფოტოგრაფიული საიტებიც შემოგვიერთდებიან, რაც კიდევ უფრო საინტერესოს გახდის ერთობლივ ექსკურსიებს.
*ოჯახის წევრის (მხოლოდ დედმამიშვილი ან მეუღლე) წამოყვანის შემთხევაში ლაშქრობის ღირებულება შეადგენს 90 ლარს.
User-Nikala, ნიკუშ, კარვებიც არ გამოდის იაფი, ანუ, ქირაობის შემთხვევაში საკმაო თანხაა, გარდა ამისა იქ ბიო-ტუალეტების ტექნიკური ამბებია მოსაგვარებელი და კვების შემთხვევაში დამატებითი ხარჯები.
ნუ, ვანომ იცის იქაურობა ხუთიანზე, ზუსტად გაარკვევს ვარიანტებს და საუკეთესო რაც იქნება იქიდან გამომდინარე ჩამოვყალიბდებით.
გარდა ამისა, სამწუხაროდ არსებობს ხალხი, რომელიც კარავში ვერ ძლებს.