ალბათ უკვე იცით ეს ამბავი, მაგრამ თემა არ იყო და ვიფიქრე დავაგდებ-მეთქი.
ოლიმ ციფრული პენ-კამერა გამოაგდო. ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელია. ოლის ციფრული ზერკალკების მატრიცით და... უსარკო. შესაბამისად, მომცრო, პრაქტიკული და შემძლე, სერიოზული ხარისხის ფოტოების მისაღებად.
მახასიათებლების ჩამოთვლას აქ არ დავიწყებ, ნეტში ოხრადაა დიპრევიუზეც და ფოტო.ნეტ-ზეც. უამრავი საინტერესო რამეა, 12 მეგაპიქსელითა და სტაბილიზაციით დაწყებული.
სერიოზული განაცხადია. მე პირადად ხელები ამქავდა, ვფიქრობ მოვითმინო სანამ გაიტესტება და საერთოდ, შემდეგი მოდელის გამოსვლამდე თუ ვეცე უკვე.
900 მწვანე კიტად ღირს. მარტო კამერა მგონი 750-ის ფარგლებშია. თუ ეს კამერა ის გამოდგა რაზეც პრეტენზია აქვს, ანუ დღევანდელი კარგი ციფრული ზერკალკების ხარისხი, ხმაურის კონტროლი და კომპაქტურობა მომცა, მე ის გამიკვირდება რატომ ასე იაფად შეაფასეს, თორემ სიძვირის მოყვარულებს აგერ ლაიკას ციფრა კი არის და რომ იყიდით, არ გამომაპაროთ.