1. ყოველი კვირის ბოლოს (კვირა დღეს) გამოცხადდება თემა. ამ თემის მიხედვით ნებისმიერ მსურველს ერთი კვირის განმავლობაში (მომდევნო პარასკევის 23:59-მდე) შეეძლება გადაიღოს სურათი და განათავსოს შესაბამის თემაში. 2. თითო მომხმარებელს აქვს უფლება განათავსოს მხოლოდ 1 სურათი. 3. თემაში სურათის გარეშე პოსტი არ დაიშვება. (ამ წესის დამღვევი პირველი შემთხვევისთვის მიიღებს 1 დღიან ბანს, ყოველი მომდევნო შემთხვევისთვის 7 დღიან ბანს) 4. თემის გამომცხადებელი (ავტორი) ირჩევს კვირის განმავლობაში დადებული სურათებიდან, მისი აზრით, თემასთან ყველაზე ახლოს მდგომ და ამავე დროს კარგ დონეზე შესრულებულ ერთ ნამუშევარს. 5. გამარჯვებული ფოტოს ავტორი ასახელებს მომდევნო კვირის თემას და მასვე ეძლევა უფლება გამოავლინოს მომდევნო კვირის გამარჯვებული. 6. როგორც მე-3 პუნქტში ავღნიშნე დაუშვებელია თემაში სურათის გარეშე პოსტის განთავსება. თუმცა გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ ეს აკრძალვა უქმდება და ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი ან/და გააკეთოს კომენტარი. 7. ყოველი "დავალებისთვის" გაიხნება ახალი თემა. 8. ფოტოებზე და პოსტებზე გავრცელდება ფორუმზე მოქმედი ზოგადი წესები ამ პოსტში აღნიშნული აკრძალვების დამატებით.
სხვათაშორის არ მეგონა რომ ამ თემას ასე ცოტა გამოხმაურება ექნებოდა არამგონია რომ რამე რთული ჰყოFილიყო თუმცა ამის მიუხედავად მაინც მინდა Vთქვა რომ ეტყობა სხვადასხვანაირად გვესმის სიტყვა "პიროვნების" მნიშვნელობა -)
ასევე არ შემიძლია რამოდენიმეს არ მოგმართოთ :
გუბაზი - შენი დადებული Fოტო ,მე ძალიან მომწონს და ეს არაერთხელ მითქვამს შენთვის თუმცა ზუსტად ამის გამო რომ ატვირთე ეგ "ტეხავს" -)
სტრინგერ & ნინა მინზონი
ძალიან მომწონს თქვენი ატვირთული Fოტოები ,გალერეაშიც მითქვამს თუმცა...
უნკას - ძალიან ახლოს იყავი იმასთან რაც მინდოდა იდეაში -)
ამ კვირის გამარჯვებული არის Sophie Berdzenishvili -ს Fოტო