მე მგონი, არსი არაა მოკვლაში.. და არც იმაში, დახმარება გამოუვიდოდა თუ არა.. ის ერთი წამია.. როცა მან არ იმოქმედა.. გამტყუნება-არგამტყუნებაც არაფერ შუაშია.. უბრალოდ მან არ იმოქმედა.. ქმედების მაგივრად.. ალბათ მას შეეშინდა? მაგრამ, აგერ იმ კაცს შეეშინდა და გაიქცა.. ეს ქალი უშიშარია.. მაშინ მან გაიფიქრა, რომ ეს წლის კადრი იქნებოდა.. ან სულაც, რა მაგარ კადრს იღებდა.. ან სულაც ერჩივნა შეწირვოდა თავის პროფესიას ვიდრე იმ სრულყოფილ წამს, როცა ერთი ადამიანი ეწირება მეორეს..
ანუ, ის ქალი იმ გოგონასთან ერთად რომ მოეკლათ, შეიძლება უფრო მეტად ცოცხალი ყოფილიყო.. არც პრიზს მისცემდნენ.. ვერც ვერავინ გაიგებდა მასზე.. ფოტოგრაფიასაც არაფერი შეემატებოდა და არც არაფერი მოაკლდებოდა.. გაქრებოდა ფუეცლიდან, მეხსიერებიდან.. და ყველაზე ცოცხალი იქნებოდა..