ძალიან დავითრგუნე მართლა... მარა ყველაფერი მაინც კონკრეტულ შემთხვევაზეა დამოკიდებული... რა შეეძლო უიარაღო ქალს ამ მომენტში.... ფოტოაპარატს იარაღად თუ არ თვლით... იმასაც მიაქციეთ ყურადღება, მანამდე "ნაპარნიკი" რომ ეუბნება, აქ არ უნდა ვიყოთო. კი შეიძლება შეეძლო რამე... მაგრამ ექსტრემალურ სიტუაციაში, რამდენად შეგიძლია გმირობა... და ექსტრემალური გადაწყვეტილების მიღება, ესეც ხომ გასათვალისწინებელია, არა? ეს ფილმებში რომ ვუყურებთ, ძალიან ადვილია ალბათ ჯეიმს ბონდური საზრიანობით და მოხერხებულობით აღფრთოვანება. მე ვერც ირონიას ვხედავ ფილმში... პირიქით. და ნამდვილად არ შემიძლია ამ ქალის განკითხვა და განსჯა, მან გადაიღო კადრი, ერთ კადრში მოაქცია ომის საშინელება და ხალხს აჩვენა. და ნუ დავუკარგავთ ომის ფოტოგრაფებს თავის მისიას. ისინიც ერთგავრი ისტორიკოსები არიან და მოვლენებიოს ეპიცენტრიდან გვაწვდიან მასალას. "ვინ არ იცის რომ ომი საშინელებაა და რა საჭიროა ამისი კადრზე გადმოტანა..." აქამდე მივდივართ ასე გამოდის... ამაზე დავა კი მგონი ზედმეტია, არა? რა ვიცი... ის კი ვიცი, რომ ვერასდროს და არასდროს ვიქნები ამ ქალის ადგილას. არც ის ვიცი, მე რას ვიზამდი. ალბათ იმდენად ჩავვარდებოდი შოკში, ვერც გადავირებდი და ვერც დახმარებას შევძლებდი.