ადამიანებს, რომლებიც აკვირდებიან ცხოველურ სამყაროს, აქვთ თავისი კანონები. ერთ-ერთი მათგანი არის მოვლენებში ჩაურევლობა. ეს წესი მისაღებია ჩემთვის (იმის მიუხედავად, რომ გეცოდება ცხოველი, დახმარება გინდა, მაგრამ ამით შენ შეიძლება სხვა ცხოველს ავნებ და ა.შ.) , მაგრამ არა ადამიანებთან მიმართებაში.
თუმცა საბოლოოდ ეს ყოველი კონკრეტული ადამიანის გადასაწყვეტია. ამ ადამიანმა უნდა იცხოვროს ამ "ფაქტით". ზოგი ჩათვლის, რომ ვერ ჩაერეოდა, ზოგი - რომ არ უნდა ჩარეულიყო, ზოგი - ჩაერევა კიდევაც.