1. ყოველი კვირის ბოლოს (კვირა დღეს) გამოცხადდება თემა. ამ თემის მიხედვით ნებისმიერ მსურველს ერთი კვირის განმავლობაში (მომდევნო პარასკევის 23:59-მდე) შეეძლება გადაიღოს სურათი და განათავსოს შესაბამის თემაში. 2. თითო მომხმარებელს აქვს უფლება განათავსოს მხოლოდ 1 სურათი. 3. თემაში სურათის გარეშე პოსტი არ დაიშვება. (ამ წესის დამღვევი პირველი შემთხვევისთვის მიიღებს 1 დღიან ბანს, ყოველი მომდევნო შემთხვევისთვის 7 დღიან ბანს) 4. თემის გამომცხადებელი (ავტორი) ირჩევს კვირის განმავლობაში დადებული სურათებიდან, მისი აზრით, თემასთან ყველაზე ახლოს მდგომ და ამავე დროს კარგ დონეზე შესრულებულ ერთ ნამუშევარს. 5. გამარჯვებული ფოტოს ავტორი ასახელებს მომდევნო კვირის თემას და მასვე ეძლევა უფლება გამოავლინოს მომდევნო კვირის გამარჯვებული. 6. როგორც მე-3 პუნქტში ავღნიშნე დაუშვებელია თემაში სურათის გარეშე პოსტის განთავსება. თუმცა გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ ეს აკრძალვა უქმდება და ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი ან/და გააკეთოს კომენტარი. 7. ყოველი "დავალებისთვის" გაიხნება ახალი თემა. 8. ფოტოებზე და პოსტებზე გავრცელდება ფორუმზე მოქმედი ზოგადი წესები ამ პოსტში აღნიშნული აკრძალვების დამატებით.
ეჰ, ვიყო სახლში კი დავპოსტავდი კარგ სურათს, ამ ჯერზე კი ეს ვიკმაროთ )
ვიფიქრე და გადავწყვიტე რომ ამ კაცის შესახებ რამოდენიმე სიტყვის დაწერა ღირს. თემის სათაური რომ გავიგე პირველი ეს სურათი გამახსენდა,( თუმცა სახლში რომ ვყოფილიყავი მაინც ალბათ სხვას დავპოსტავდი).ჩემი თვალსაზრისსით ეს ადამიანი (ფრანკ ვიისე) მართლაც რომ შეესაბამება, განსაზღვრებას "პიროვნება".არა მხოლოდ გარეგნობით, არამედ შინაგანდაც.60-ს გადაშორებული ის დამაარსებელია ერთ-ერთი ახალგაზრდული ევროპული მოძრაობისა სახელად "MEZIUM",რომელიც მიზნად ისახავს ე.წ. "თავისუფალი თეტრის" იდეის პოპულარიზაციას.ის და მისი მოსწავლეები მოგზაურობენ მთელი ევროპის გარშემო და აწყობენ მრავალ პერფორმანს,რომლებიც ძირითადად სპონტანურ და იმპროვიზირებულ ხასიათს ატარებენ.მეც რამოდენიმეჯერ წილად მხვდა ბედნიერება მის პროექტში მიმეღო მონაწილეობა. საოცრად თბილი და ამავე დროს გარკვეულწილად "მსოფლიო სევდის" მატარებელი კაცია, რაც ალბათ მის თვალებში აირეკლება კიდეც.
P.S. ერთს დავამატებდი, რომ საოცარად არ უყვარს როცა სურათს უღებენ და მიუხედავად ახლო ნაცნობობისა მეც არ დამრთო ნება.ეს სურათიც შორიდან ჩასაფრებულმა გადავიღე ტელევიკით.