ბლო რუის პიკასო დაიბადა 1881 წლის 25 ოქტომბერს მალაგაში, ესპანთში. მისი სრული სახელია - პაბლო დიეგო ხოსე ფრანსისკო დე პაულა ხუან ნეპომუსენო მარია დე ლოს რემედიოს კრისპინ კრისპინიანო დე ლა სანტისიმა ტპინიდად რუის ი პიკასო. იყო ესპანელი მხატვარი, მოქანდაკე, გრაფიკოსი, კერამიკოსი და დიზაინერი.
ფუძემდებელი კუბიზმისა (ჯორჯ ბრაკოსთან ერტთად). პიკასო ბევრს მუშაობდა გრაფიკაში, სკულპტურაში, კერამიკაში და ა.შ.მან დიდი გავლენა იქონია XX საუკუნის ხელოვნების განვითარებაში.
პირველი ნამუშევრები
პიკასომ ხატვა დაიწყო ჯერ კიდევ ბავშვობაში, პირველი ხატვის გაკვეთილი მას ჩაუტარა მამამისმა ხ.რუისმა და მალევე დაეუფლა ამ ხელოვნებას. 8 წლისა იგი ხატავს მის პირველ შესანიშნავ ნახატს, პიკაბორას, რომელიც მას ცხოვრების ბოლომდე არ მოუშორებია გვერდიდან. პიკასო სწავლობდა ხელოვნების სკოლაში ლა–კორუნეში (1894–1895 წლები).1895 წელს იგი აბარებს დახვეწილი ხელოვნების სკოლაში ბარსელონაში.თავიდან იგი ხელს აწერდა თავის სახელით მამის მხრიდან რუის ბლასკო (Ruiz Blasco),ხოლო შემდეგ მან აიგო დედის გვარი პიკასო (Picasso). 1897 წელს იგი მიემგზავრება მადრიდში,სადაც იგი გადის კონკურსში სან–ფერნანდოს აკადემიაში. პიკასო ბარსელონაში ბრუნდება 1898 წლის ივნისში, იქ იგი შეგის საზოგადოებაში "Els Quatre Gats" – ხელოვანთა კაფე მრგვალი მაგიდებით ხელოვნების თემებით. ამ კაფეში გაიმართა მისი პირველი გამოფენა. ბარსელონაში იგი დაუახლოვდა მის საუკეტესო მეგობრებს Carlos Casagemas და Jaime Sabartès.
1900 წელს პიკასო თავის მეგობარ Casagemas–თან ერთად მიემგზავრება პარიზში.სწორედ აქ გაეცნო პიკასო იმპრესიონისტულ ხელოვნებას.ეს დრო მისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა მისმა მეგობარმა Casagemas თავი მოიკლა,რომელმაც ძლიერ იმოქმედა მასზე. ამ პირობებში 1902 წლის დასაწყისში მან შექმნა ნამუშევრები რომლებიც ვიცით როგორც "ცისფერი ეპოქის" ნამუშევრები. პიკასომ ეს სტილი შეიმუშავა ბარსელონაში დაბრუნებისას. ამ პერიოდში ნათლლადაა გამოსახული სიბერის და სიკვდილის თემები,სიღარიბის დამახასიათებელი ნიშნები,მელანქოლია და მოწყენილობა ( პიკასო თვლიდა – "ვინც მოცყენილია ის გულახდილია"). ადამიანების მოძრაობა შენელებულია,თითქოს თავის თავს უკვირდებიან ("აბსენტის მოყვარული" 1901წ."ღარიბი მოხუცი პატარა ბიჭთან ერთად" 1903წ.).მხატვრის პალიტრაში ჭარბობს ცისფერი ფერები.ადამიანური ტანხვების გამოხატვით, პიკასო ამ პერიოდში ხატავდა ბრმებს, ღარიბებს, ლოთებს და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს. მათი წაგრძელებული ტანები მოგვაგონებს მხატვარ ელ გრეკოს ნამუშევრებს. გარდამავალი პერიოდის ნამუშევრები– ცისფერიდან ვარდისფერისკენ –გოგონა ბურთზე(1905 წელი,გამომსახველობითი მუზეუმი,მოსკოვი)
1904 წელს პიკასო სახლდება პარიზში იწყება ეგრეთწოდებული ვარდისფერი პერიოდი სადაც თავდაპირველად ცისპერი პერიოდის სიღარიბე შეიცვალა უფრო ცოცხალით თეატრის და ცირკის სამყაროთი.მხატვარი ხმარობდა მოოქრისფრო–ვარდისფერ და სერ–ვარდისფერ ტონებს.პერსონაჟებ იყვნენ კომედიანტები, მოცეკვავეები და აკრობატები. ამ პერიოდის ნახატები ასახავს სულიერ ტრაგედიას განცალკევებულად მყოფებისა და რომანტიკულ ცხოვრებას მოგზაური კომედიანტებისა ("ჯამბაზების ოჯახი მაიმნთან ერთად",1905წელი).
აფრიკული პერიოდი (1908–1909), აფრიკული ხელოსნური ნაკეთობების ზეგავლენით; მნიშვნელოვანი ნიმუშია ”Les Demoiselles d'Avignon” (ავინიონის დიაცები).
ანალიტიკური კუბიზმი (1909-1912), ხატვის სტილი, რომელიც მან ბრაკთან ერთად განავითარა მონოქრომული მოყავსფრო ფერების გამოყენებით, სადაც მათ ობიექტები დაშალეს და ”ანალიზი” ჩაუტარეს ფორმებს. პიკასოსა და ბრაქის ამ პერიოდის ნამუშევრები ერთმანეთს ზედმიწევნით ემსგავსება.
სინთეტიური კუბიზმი (1912-1919), სტილი კოლაჟისა და ქაღალდის ნაჭრების გამოყენებით; ეს იყო სახვით ხელოვნებაში კოლაჟის გამოყენების პირველი შემთხვევა. Added @ "გერნიკა"
მე მაგრად მომწონს "გერნიკა" !!! ეს პიკასომ მასჰინ დახატა როდესაც გერმანელებმა ქალაქ გერნიკას გადაუარეს და მიწასთან გაასწორეს, ცოტა ხნის შემდეგ გერმანელები შეიჭრნენ პიკასოს სახლსჰი და ჩხრეკა დაიწყეს და როდესაც ნახატი გერნიკა ნახეს დზაან ეუცნაურათ და პიკასოს კითხეს ეს თქვენი ნამუშევარია? რაზეც პიკასომ მიუგო : არა. ეს თქვენი ნამუშევარია....