apachi, ეგრეა. შენი ნებართვის გარეშე შეუძლიათ გამოიყენონ თუ ამაზე ფულს არ აკეტებენ. (თუმცა როგორც წესი სწორედ ეგეთი პროექტებიდან მეკითხებიან ხოლმე ჩემი ფოტოების გამოყენებაზე ნებართვას) ფულის კეტება იმას არ ნიშნავს რომ გაზეთი ფასიანია. შეიძლება უფასოდ რიგდებოდეს მარა მასში რეკლამა იყოს ფასიანი და ა.შ.
ამ შემთხვევაში ეს ცხადია ორივე იქნება ანუ გაზეთი ამაზე ფულს აკეთებს და არანაირი უფლება არა აქვთ რომ შენი ნებართვის გარეშე გამოიყენონ.
ჰონორარს რაც შეეხება ეგ აქ ცხადია არ იმუშავებს. შენ ამათმა მოგაყენეს მორალური ზიანი და სწორედ მის ანაზღაურებაზე უნდა იჩალიჩო. ანუ რომ ეთქვათ რომ შენ ფოტოს გამოვიყენებთ და ამაში 3 ლარს გადაგიხდით ცხადია უარს ეტყოდი ან სულაც იასე აჩუქებდი. მარა ამათ შენ სრულად იგნორირება გაგიკეთეს და ამას უნდა მიაწვე რომ მორალური ზიანი მოგაყენეს ამითი.