BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

[ ] · ·

> საავტორო უფლების დრღვევის კიდევ ერთი მაგალითი

| |
apachi
post Jun 4 2009, 10:29
#1 

Amateur+ Amateur+
4,457


გაზეთმა "საქართველოს რესპუბლიკა"-მ მის სტატიაში საით მივყავართ მატარებლის ლიანდაგს
(რაღაც ამდაგვარი) უკითხავად/უნებართვოდ გამოიყენა ჩემი ეს ფოტო

http://www.boke.ge/forum/?img=98498
user posted image

ვინმეს ხო არგაქვთ რაიმე საკონტაქტო ამ ხალხის
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
 
Reply to this topicStart new topicStart Poll
Magdu
post Jun 5 2009, 11:54
#2 
Club Founder

Administration Administration
4,838


ამონარიდი კანონიდან "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"

მუხლი 17. ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებები
1. ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებებია:
ა) აღიარებულ იქნეს ნაწარმოების ავტორად და მოითხოვოს ასეთი აღიარება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე ან/და ნებისმიერი სახით გამოყენებისას, სათანადო წესით, ავტორის სახელის მითითების მოთხოვნის უფლების ჩათვლით (ავტორობის უფლება);
-------------------------------------------------------
მუხლი 18. ნაწარმოების ავტორის ქონებრივი უფლებები
1. ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება.
2. ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს:
ა) ნაწარმოების რეპროდუცირება (რეპროდუცირების უფლება);
.....
კ) ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენება.
3. ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის (ჰონორარის უფლება).
.....
9. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ქონებრივ უფლებათა შეზღუდვები განისაზღვრება ამ კანონის 21–28-ე მუხლებით, იმ პირობით, რომ ასეთი შეზღუდვები ხელს არ შეუშლის ნაწარმოების ნორმალურ გამოყენებას და უსაფუძვლოდ არ შელახავს ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის კანონიერ ინტერესებს.
-------------------------------------------------------

მუხლი 24. თავისუფალი დასწრებისათვის ღია ადგილებში მუდმივად განლაგებული ნაწარმოების გამოყენება
დაშვებულია თავისუფალი დასწრებისათვის ღია ადგილებში მუდმივად განლაგებულ არქიტექტურულ, ფოტოგრაფიულ, სახვითი ხელოვნების ნაწარმოებთა რეპროდუცირება ან საჯარო გადაცემა ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ნაწარმოების გამოსახულება წარმოადგენს ასეთი რეპროდუცირების ან საჯარო გადაცემის ძირითად ობიექტს ანდა გამოიყენება მოგების მიღების მიზნით.
---------------
ბოკე ან/და სხვა საიტი შეიძლება ჩაითვალოს "თავისუფალი დასწრებისათვის ღია ადგილად" და იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერი სამეწარმეო საქმიანობა (მათ შორის გაზეთის გამოშვებაც) ორიენტირებულია მოგების მიღებაზე. გაზეთს ფოტო არ უნდა გამოეყენა ავტორის ნებართვის გარეშე.


პ.ს.
ჩემი პოსტი ცოტათი "მშრალია" მაგრამ იმედია გასაგები smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Posts in this topic
apachi   საავტორო უფლების დრღვევის კიდევ ერთი მაგალითი   Jun 4 2009, 10:29
Nika   ზედ გაზეთზე არ წერია?   Jun 4 2009, 11:11
apachi   Nika, სამწუხაროდ ჯიხურებსჰი ვერ ვნახე გზ...   Jun 4 2009, 11:23
Nina Minzoni   apachi, გავალ ეხლა მე მალე და შევეცდები მო...   Jun 4 2009, 11:36
apachi   მოდერებს ვთხოვ შეასწორონ ახალი თაობა...   Jun 4 2009, 13:10
Tako Kobaxidze   http://www.open.ge/sakartvelos-respublika/ აი ესააა   Jun 4 2009, 15:16
apachi   Tako Kobaxidze, ესა კი და პროსატ როგორ მოვიქცე ...   Jun 4 2009, 17:33
Magdu   apachi, უნდა იყიდო გაზეთი, რომ მტკიცებულებ...   Jun 4 2009, 18:15
apachi   Magdu, ეგ ყველაფერი ვუთხარი ------ მემგონი ბ...   Jun 4 2009, 20:15
Magdu   apachi, ხვალ დაგიწერ, რა დროს შეიძლება ნაწ...   Jun 4 2009, 21:04
levani7   ქოფირაითიიი რომ გქონდეს უჩივლებდი   Jun 4 2009, 21:25
apachi   levani7, სახელი და გვარი ეწერა ფოტოს თან ფო...   Jun 4 2009, 21:37
Peso   ვინმე ახლობელი ადვოკატი არა გყავს? კა...   Jun 4 2009, 21:43
RedCrimsonCactus   შენ ადგილას ისეთს ჩAვუტარებდი რომ საე...   Jun 4 2009, 23:11
paatavar   მე მქონდა რამდენიმე შემთხვევა ხან ახ...   Jun 4 2009, 23:28
Magdu   levani7, რას გულისხმობ ამაში? საავტორო უფლ...   Jun 4 2009, 23:33
Liza Niniashvili   უნდა მიგვეწერა კი არა და არ უნდა წაგვ...   Jun 4 2009, 23:59
kakha kakhiani   მეც მომპარეს რაღაც უფასო ჟურნალის პი...   Jun 5 2009, 00:27
apachi   კახა ფოტოს ავკარგიანობაზე არ ვსაუბრ...   Jun 5 2009, 00:37
kakha kakhiani   apachi მესმის მესმის   Jun 5 2009, 14:01
apachi   Magdu, მადლობა, დღეს წერილი უნდა დავწერო ...   Jun 5 2009, 14:26
Gottfried Lenz off   :lol:   Jun 5 2009, 16:30
apachi   რა გაცინებს კაცოუუ   Jun 5 2009, 16:45
Nika   apachi, ეგრეა. შენი ნებართვის გარეშე შეუძლ...   Jun 5 2009, 17:46
apachi   Nika, სპასიბა ნიკოლოზ მე ცერილი დავცერე ...   Jun 5 2009, 18:08


Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 16th July 2025 - 20:11

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'