მოგესალმებით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ თამაშის წესებს.
თამაშის წესები.
1. ყოველი კვირის ბოლოს (კვირა დღეს) გამოცხადდება თემა. ამ თემის მიხედვით ნებისმიერ მსურველს ერთი კვირის განმავლობაში (მომდევნო პარასკევის 23:59-მდე) შეეძლება გადაიღოს სურათი და განათავსოს შესაბამის თემაში. 2. თითო მომხმარებელს აქვს უფლება განათავსოს მხოლოდ 1 სურათი. 3. თემაში სურათის გარეშე პოსტი არ დაიშვება. (ამ წესის დამღვევი პირველი შემთხვევისთვის მიიღებს 1 დღიან ბანს, ყოველი მომდევნო შემთხვევისთვის 7 დღიან ბანს) 4. თემის გამომცხადებელი (ავტორი) ირჩევს კვირის განმავლობაში დადებული სურათებიდან, მისი აზრით, თემასთან ყველაზე ახლოს მდგომ და ამავე დროს კარგ დონეზე შესრულებულ ერთ ნამუშევარს. 5. გამარჯვებული ფოტოს ავტორი ასახელებს მომდევნო კვირის თემას და მასვე ეძლევა უფლება გამოავლინოს მომდევნო კვირის გამარჯვებული. 6. როგორც მე-3 პუნქტში ავღნიშნე დაუშვებელია თემაში სურათის გარეშე პოსტის განთავსება. თუმცა გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ ეს აკრძალვა უქმდება და ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი ან/და გააკეთოს კომენტარი. 7. ყოველი "დავალებისთვის" გაიხნება ახალი თემა. 8. ფოტოებზე და პოსტებზე გავრცელდება ფორუმზე მოქმედი ზოგადი წესები ამ პოსტში აღნიშნული აკრძალვების დამატებით.
ამ თემაში სურათების ატვირთვის ფუნქცია ჩართულია!
თამაშის თემაა - "ყველას თავისი ფოტოგრაფია აქვს" თემას კურირებს წინა ესტაფეტის გამარჯვებული - Irakli Medoshvili,
მოკლედ, რაღა დავმალო და დიდხანს ვიფიქრე თემისთვის როგორ უნდა მეპასუხა და საიდან მივდგომოდი. ბოლოს ამ ფოტოს ატვირთვა გადავწყვიტე. გაგიკვირდებათ და არც შიშველი ქალია სადმე და არც წითელი თუმცა...
ამ ფოტოს ისტორია შეიძლება იცოდეს ბევრმა, მაგრამ აქაც უნდა მოვყვე. ფოტო 2008 წლის გაზაფხულზეა გადაღებული. ჩემი მეორე ფირია და ერთ მზიან კვირა დღეს მე და თათული (LilacWine) ქუჩებში გავხეტიალდით. ერთ-ერთ ეზოსთან ჩავლისას მითხრა, ეს მაგარი ეზოაო. მეც გავექანე, მაჩერებს, არა, მოიცა, ეგ ლევანას ეზოაო (სიხარულიძის), მეთქი რას ქვია მაგისი ეზოა, შევედი და გადავიღე ეს ძღიანკიანი კადრი. ჰოდა... ესაა ფოტო, რომელიც გადავიღე მაშინ, როცა ვეძებდი ჩემს ფოტოგრაფიას და ახლაც ვეძებ პრინციპში. და სიმართლე რომ ვაღიარო, არც მაქვს სურვილი, რომ ოდესმე ვიპოვო. რადგან სწორედ ამ ძიებას აქვს ჩემთვის აზრიც და სტიმულიც და რატომღაც მეშინია, რომ თუ ვიპოვი, ჩემი ფოტოგრაფიაც იქვე მოკვდება. მოვიპარე და გადავიღე. არავის არაფერი გვაქვს ჩვენი რეალურად. და ზოგადადაც ჩემი ფოტოგრაფიაც ალბათ ესაა... უბრალოდ სხვისი სამყარო ჩემს ჭრილში და მე სხვის ჩარჩოში.
თუ ვინმე მეტყვის, ამ თემას "ყველას თავისი ფოტოგარფია აქვს" ქვია და არა ლიტერატურაო, ვერაფერს ვუპასუხებ, თქვენი ხმალი და ჩემი კისერი