ნუ მოკლედ შედიხართ ამ საიტზე და აწკაპუნებთ IR PHOTO OF THE DAY-ზე, შემდეგ მარცხენა ზედა კუთხეში არის ესეთი ველი: Submit Your Entry. დანარჩენი წესები იქვე წერია და თავად გაერკვევით.
ჩემი მხრიდან მინდა გითხრათ რომ ძალიან კარგი კონკურსია.ამზე მეტყველებს გამრჯვებული სურათებიც.
შერჩევის პრინციპი: თუ თქვენი სურათი მოეწონათ თქვენ ა პრიორი იმარჯვებთ, ანუ თქვენი ფოტო ხდება დღის ფოტო სხვა ათას ფოტოს შორის და მიიღებთ ელ წერილს, თუ რომელ კონკრეტულ დღეს გამოიფინება თქვენი ნამუშევარი.ამის შემდეგ უკვე ხდება არჩევა დღის ფოტოებს შორის და ვლინდება 3 გამარჯვებული.რომელთაც გადაეცემათ პრიზები, დიდი არაფერი ფერადი პრინტერებია რა.
ჩემი 4 ფოტო გავიდა სხვადასხვა დროს, თუმცა საბოლოო გამრჯვება ჯერ არ მომიპოვებია.
იქ ყველაფერი გარკვევით წერია,გეზარებათ წაკითხვა თუ რაა? წესით თვეში ერთი ფოტოს გაგზავნა შეიძლება , მარა თუ ძაან გინდათ ორიც მიიღებაო და კიდე განსაკუთრებით ზარმაცებისთვის , -- პანოები არ მიიღება !