მომიტევეთ, შესაბამის განყოფილებაში ვერ გავხსენი ეს თემა, მოდერატორს ვთხოვ, გადაიტანოს.
სააგენტო მაგნუმმა გამოაცხადა კონკურსი ახალგაზრდა ფოტოგრაფებისათვის კავკასიაში.
ქვეყნები, ვისაც შეუძლია მონაწილეობა მიიღოს: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ასევე ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები (დაღესტანი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ჩრდ. ოსეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი და ადიღეის რესპუბლიკები), პლიუს რუსეთიდან სტავროპოლის და კრასნოდარის მხარეები.
დოკუმენტური გასაგებია ... ჰმმ თუმცა არსად წერია სერია იყოსო. იგულსიხმება ნეტა? არამგონია მგონი ზოგადად სადაც ცხოვრობ იქ წამოჭრილი სოციალური პრობლემები უნდა აისახებოდეს. ჰმმმ მაინც და მაინც ომი ნეტა? არ შეიძლება მარტო ომით არ შემოვიფარგლოთ? მაინტერესებს ამაზე პასუხი, არ მინდა უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდე თუ ჩემ ფოტოებში დამწვარი სახლები არ ინება ...