მომიტევეთ, შესაბამის განყოფილებაში ვერ გავხსენი ეს თემა, მოდერატორს ვთხოვ, გადაიტანოს.
სააგენტო მაგნუმმა გამოაცხადა კონკურსი ახალგაზრდა ფოტოგრაფებისათვის კავკასიაში.
ქვეყნები, ვისაც შეუძლია მონაწილეობა მიიღოს: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ასევე ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები (დაღესტანი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ჩრდ. ოსეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი და ადიღეის რესპუბლიკები), პლიუს რუსეთიდან სტავროპოლის და კრასნოდარის მხარეები.
გეგა, თუ უფრო ღირსეული იქნება ყარაბახელის ფოტოები, წავიდეს. მარა, აქ რომ დარჩეს, თორემ შენ არ გინდა რა :P ბევრი სერიოზული პრეტენდენტი გვყავს ჩვენც და ყაბარდო-ბალყარელს ვერ ვუგულშემატკივრებ ახლა. შენ ფოტოები შეარჩიე, გირჩევნია :P