მომიტევეთ, შესაბამის განყოფილებაში ვერ გავხსენი ეს თემა, მოდერატორს ვთხოვ, გადაიტანოს.
სააგენტო მაგნუმმა გამოაცხადა კონკურსი ახალგაზრდა ფოტოგრაფებისათვის კავკასიაში.
ქვეყნები, ვისაც შეუძლია მონაწილეობა მიიღოს: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ასევე ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები (დაღესტანი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ჩრდ. ოსეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი და ადიღეის რესპუბლიკები), პლიუს რუსეთიდან სტავროპოლის და კრასნოდარის მხარეები.
კახა, წაიკითხე კარგად და გეხვეწებით სწორად ქენით ყველაფერი რა.
*ფოტოები 100 dpi (dots per inch) ან 1000 პიქსელს არ უნდა აღემატებოდეს.
*ფოტოები უნდა დანომროთ ისე, რა მიმდევრობითაც გინდათ, რომ იყოს წარმოდგენილი და უნდა გამოიყენოთ ორნიშნა რიცხვები. ნომერს უნდა მოყვებოდეს ავტორის გვარი და არ გამოიყენოთ "პრაბელები". მოკლედ, უნდა დაასათაუროთ ვთქვათ ასე: 01kakhiani, 02kakhiani და ასე შემდეგ.
*პროექტის აღწერას არ დაგავიწყდეთ დაურთოთ თქვენი ბიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.
*ფოტოების რაოდენობა არაა აუცილებელი ზუტად 20 იყოს. უნდა იყოს ოცამდეო. ვინმეს ვთქვათ 17 ფოტოიანი სერია გაქვთ, ამის გამო არ გადაიფიქროთ.
თუ რამე გეეჭვებათ, ან რამე ვერ გაიგეთ, ჯერ დაადგინეთ, გთხოოოვთ. ეს პრიზი მართლა ჩვენთან უნდა დარჩეს!