IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> თამაშთან დაკავშირებული კითხვები
მოკლედ ჩამოვაყალიბებ ჩემს იდეას (კაპოს თემა თუ ნახეთ ვინმემ, იმ იდეასთან ახლსო დგას, მაგრამ მაინც განსხვავებულია)
1. ყოველი კვირის ბოლოს (კვირა დღეს) გამოცხადდება თემა. ამ თემის მიხედვით ნებისმიერ მსურველს ერთი კვირის განმავლობაში (მომდევნო პარასკევის 23:59-მდე) შეეძლება გადაიღოს სურათი და განათავსოს შესაბამის თემაში. 2. თითო მომხმარებელს აქვს უფლება განათავსოს მხოლოდ 1 სურათი. 3. თემაში სურათის გარეშე პოსტი არ დაიშვება. (ამ წესის დამღვევი პირველი შემთხვევისთვის მიიღებს 1 დღიან ბანს, ყოველი მომდევნო შემთხვევისთვის 7 დღიან ბანს) 4. თემის გამომცხადებელი (ავტორი) ირჩევს კვირის განმავლობაში დადებული სურათებიდან, მისი აზრით, თემასთან ყველაზე ახლოს მდგომ და ამავე დროს კარგ დონეზე შესრულებულ ერთ ნამუშევარს. 5. გამარჯვებული ფოტოს ავტორი ასახელებს მომდევნო კვირის თემას და მასვე ეძლევა უფლება გამოავლინოს მომდევნო კვირის გამარჯვებული. 6. როგორც მე-3 პუნქტში ავღნიშნე დაუშვებელია თემაში სურათის გარეშე პოსტის განთავსება. თუმცა გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ ეს აკრძალვა უქმდება და ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი ან/და გააკეთოს კომენტარი. 7. ყოველი "დავალებისთვის" გაიხნება ახალი თემა. 8. ფოტოებზე და პოსტებზე გავრცელდება ფორუმზე მოქმედი ზოგადი წესები ამ პოსტში აღნიშნული აკრძალვების დამატებით.
ეს არის ამ თამაშის მოკლე თეზისები.
ახლა რაც შეეხება თამაშის პირველ თემას (დავალებას). თამაშის თემაა - "მექანიზმი" ნამუშევრების განთავსება შესაძლებელია 27 აპრილიდან პირველი მაისის ჩათვლით.
ამ თემაში ჩამოვწერე ზოგადი თეზისები. აქ შეგიძლიათ კითხვები დასვათ. დღეს საღამოს გავხსნი ცალკე თემას ფოტოებისთვის. ფოტოს ზომა უმჯობესია რომ სიგანეში 800პიქსელზე მეტი არ იყოს, სიმაღლეც 550-ზე მეტი. ეს უბრალოთ იმისთვის რომ დაბალი გარჩევადობის მქონე მონიტორების პატრონებმაც შეზლონ ფოტოს მთლიან ეკრანზე ნახვა ე.წ. "სქროლის" გარეშე.
Added @ პ.ს. პირველი თემა-დავალება არის მექანიზმი. არ არის აუცილებელი, რომ პირდაპირი მნიშვნელობით გადაიღოთ სურათები. შეიძლება ეს სიტყვა სხვა ასოციაციებს ან სხვა ვიზუალურ სურათს გიხატავთ გონებაში. იმოქმედეთ თავისუფლად.