Unc, საბანერო ადგილი გარკვეული ვადით გადაცემულია ერთ-ერთი კომპანიისთვის, რომელიც ახორციელებს რეკლამის შერჩევას და განთავსებას. ჩვენ არ გვაქვს უფლება ავუკრძალოთ რაიმე სახის სარეკლამო ბანერის განთავსება, იმ შემთხვევების გარდა თუ ამით ირღვევა კანონმდებლობა. იმპერატიულად ჩვენ ვერ მოვთხოვთ ბანერის განმთავსებელს აღნიშნული (თამბაქოს) ბანერის ჩვენების შეზღუდვას, ჩვენს მიმართვას შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ თხოვნის ან რეკომენდაციის ფორმა.
უშუალოდ თამბაქოს რეკლამის განთავსება არ არის დარღვევა, შეიძლება ბანერის ფორმატში იყოს ან არ იყოს რაიმე კანონსაწინააღმდეგო. სამწუხაროდ, ჩემს ადმინისტრატორს დაბლოკილი აქვს ბანერები, მე ვერ ვხედავ რეკალამას და ვერ გაგცემ ამომწურავ პასუხს.
---------- უბრალოდ იმას დავამატებ, რომ იმის მიუხედავათ, რომ ვიზრდებოდი ე.წ. "მწეველ ოჯახში" მე არამწეველი ვარ (უბრალოდ არ მაინტერესებდა)