IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> ფილოსოფიური ფრაზები
ვწერთ ჩვენს აზრებს, რაც შეიძლება მოკლედ. ან სხვა ადამიანების გამონათქვამებს, ბრძნულს თუ ფილოსოფიურს, თუნდაც სასაცილოს, ან ირონიულს. შეიძლება რაღაცასთან მივასადაგოთ კიდევაც. დავსვათ არსაიდან მოსული კითხვები ან პრობლემატიკური კითხვები. ვთქვათ რა გვაწუხებს. ვთქვათ ვინ გვევასება და ვინ არ გვევასება. შეგვიძლია მოვაყოლოთ რატომ.
აი მაგალითად: ფოტო შეიძლება უნაკლო იყოს, მაგრამ თავი ვერ დაგამახსოვროს. ანუ უნაკლოება არ განსაზღვრავს ფოტო ხელოვნებას.
არჩიგიო მაგრად არ მევასება, ჩემზე ძლიერი მუშტი აქვს და ამიტომ. გუჯა ძია რაღაც ძალიან დაიკარგა და მე მაშფოთებს ეგ ამბავი. ხალისი გაქრა და თითქოს ყველაში მოკვდა სიყვარულის, ტკივილის, ბედნიერების გაზიარების სურვილი. ამისთვის ვდებდით ჩვენ აქ ფოტოებს რომ ვინმესთვის რაღაც აზრი გაგვეზიარებინა, დღეს ეს ცოტას თუ ახსოვს. ძალიან გამიხარდა ბოკემ ფეხბურთის მატჩი რომ მოიგო. აგერ დიკარკამ რამდენი მოახერხა, ყოჩაღ. სიყვარული, ჩხუბი, კონფლიკტები, გაბრაზება, ცხოვრების ეს უნიკალური მომენტები მომენატრა. რამდენი ხანია გვარიანად არ გავბრაზებულვარ. მოდით ერთად გავბრაზდეთ საკუთარ თავებზე. გამოვთქვათ აზრი.
D_A_D_A, დასკვნა შენი ნაწერიდან, ლუის კეროლი არ იყო პედოფილი უბრალოდ მას უყვარდა სმა ჭამა ზურნა დუდუკი ქალები. მაგრამ ამავდროულად იგი მიხვდა თუ დახატადა შიშველ ბავშვებს ამით ის საზოგადოებაში, მორწმუნე რელიგიურ საზოგადოებაშიც კი, მოწონებას დაიმსახურებდა, თან ამას კომერციული შემოსავალიც ექნებოდა. შემდეგ უკვე მისი პედოფილური მომენტები ან თავად გამოიგონა, რადგან ინტრიგა შემოეტანა და გადაეხაზე ყოველივე აზრისთვის რასაც მასზე ფიქრობდა მაშინდელი ბრიტანული საზოგადოება და მას ხელოვანის ვიდი უფრო მისცემოდა, ან მეორე ვარიანტია რომ მისი პედოფილობის მომენტები მის ბიოგრაფიაში მისი გარდაცვალების შემდეგ შემოიტანეს სპეციალურად რადგან როგორც ხელოვანის სტატუსის მქონე ადამიანებს შეეფერებათ სრულყოფილი ბიოგრაფია ჰქონოდა, თავისი უამრავი ინტრიგით და გაურკვეველი ცხოვრებით, ეს აწყობს პრინციპში ბრიტანეთს რადგან კორელი მათი წარმოადგენს რაღაც მომენტში მათ დიად სახეს. რომელ ქვეყანას არ უნდა ასეთი ნიჭიერი შვილი ჰყავდეს ხომ? ასე რომ მე მგონი კორელი არ იყო პედოფილი უბრალოდ ეს შეთითხნილია რადგან ეს კითხვები მის მიმართ და ინტრიგები გვინდა თუ არ გვინდა ვიღაცეების თვალში კორელს ქარიზმას სძენს, ინდივიდუალურ ქარიზმას.
ხომ მე კორელის ბიოგრაფიაზე საერთოდ არაფერი მსმენია უბრალოდ შენ რაც დაწერე მაქედან ვიდემაგოგე ვიბოდიალე მაგრამ იქნებ მოვარტყი? მაგრამ არა შეუძლებელია, მაინც დაწერე ლოოოოლ
გზააბნეული არ ვარ მაგრამ კორელის ნახატებს ვნახავდი