IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> ფილოსოფიური ფრაზები
ვწერთ ჩვენს აზრებს, რაც შეიძლება მოკლედ. ან სხვა ადამიანების გამონათქვამებს, ბრძნულს თუ ფილოსოფიურს, თუნდაც სასაცილოს, ან ირონიულს. შეიძლება რაღაცასთან მივასადაგოთ კიდევაც. დავსვათ არსაიდან მოსული კითხვები ან პრობლემატიკური კითხვები. ვთქვათ რა გვაწუხებს. ვთქვათ ვინ გვევასება და ვინ არ გვევასება. შეგვიძლია მოვაყოლოთ რატომ.
აი მაგალითად: ფოტო შეიძლება უნაკლო იყოს, მაგრამ თავი ვერ დაგამახსოვროს. ანუ უნაკლოება არ განსაზღვრავს ფოტო ხელოვნებას.
არჩიგიო მაგრად არ მევასება, ჩემზე ძლიერი მუშტი აქვს და ამიტომ. გუჯა ძია რაღაც ძალიან დაიკარგა და მე მაშფოთებს ეგ ამბავი. ხალისი გაქრა და თითქოს ყველაში მოკვდა სიყვარულის, ტკივილის, ბედნიერების გაზიარების სურვილი. ამისთვის ვდებდით ჩვენ აქ ფოტოებს რომ ვინმესთვის რაღაც აზრი გაგვეზიარებინა, დღეს ეს ცოტას თუ ახსოვს. ძალიან გამიხარდა ბოკემ ფეხბურთის მატჩი რომ მოიგო. აგერ დიკარკამ რამდენი მოახერხა, ყოჩაღ. სიყვარული, ჩხუბი, კონფლიკტები, გაბრაზება, ცხოვრების ეს უნიკალური მომენტები მომენატრა. რამდენი ხანია გვარიანად არ გავბრაზებულვარ. მოდით ერთად გავბრაზდეთ საკუთარ თავებზე. გამოვთქვათ აზრი.
არ ვიცი ამ თემაში რამდენად ჯდება მაგრამ უკვე მესამე დღეა რაც ერთი აკვაიტებული კითხვა მიღრღნის ტვინს და ვერაფრით მიმიღია პასუხი (პასუხი პრინციპში არც არ არსებობს) პედოფილი იყო თუ არა ლუის კეროლი? რაც ამოვქექე და გადავქექე ამ Dრეებში დაახლოებით ასე გამოიყურება: 1. ლუის კეროლი იყო ჩაკეტილი ადამიანი რომელსაც არ გამოსდიოდა და არ ეხერხებოდა მოზრდილ თუ ზრდასრულ ადამიანებთან ურთიერთობა და ამის კომპენსაციას ბავშვებვთან ურთიერთობაში იღებდა, განსაკუთრებით მდედრ ბავშვები. და ეს ურთიერთობა წმინდა წყლის პლატონური იყო. 2. ლუის კეროლი პედოფილი იყო, რადგანაც იგი ხატავდა შიშვეწლ ბავშვებს და ფოტოებსაც უღებდა და ზოგიერთს ეჭვი აქვს რომ მისი ურთეირთობის გაწყვეტა ლიდდლების ოჯახთან იყო ის რომ მან 11 წლის ალისას ხელი ითხოვა 3. ლუის კეროლი სულაც არ ყოფილა ასეთი ჩაკეტილი და ერთობ მექალთანეც იყო, და ურთიერთობის გაწყვეტა ლიდდლების ოჯახთან გამოწვეული იყო ჭორებით რომ თითქოს მას ურთიერთობა ქონდა მათ გუვერნანტ ქალთან და ამავე დროს ლორინთან (ეს ალისას უფროსი დის სახელიც არის და მათი დედისაც ასე რომ ეს დაუზუსტებელია). იგივე ბიოგრაფი ამას ამყარებს იმ ქაღალდის ნაგლეჯით რომელიც კეროლის დღიურიდან ამოხეული ფურცლების შინაარსს შეიცავს და ეს შინაარსი სავარაუდოდ მისი დისშვილების მიერაა დაწერილი, რაც პირადად ჩემში წჭვს იწვევს და პირიქით უფრო მაფიქრებინებს რომ რადგანაც მისი ამოხევა და "გადაწერა" საჭიროდ მიიჩნიეს ე.ი, ფაქტების გაყალბბას აქვს ადგილი, თანაც კეროლის 10 დღიურის ტომი, რომლებიც ალისასთან მეგობრობის პერიოდშია დაწერილი დაკარგულია, ასევე დაკარგულია ალისასადმი მიწერილი წეირლებიც. იგივე ბოიგრაფი ჰიოპოთეზასკეროლის პედოფილიაზე აბათილებს იმ არგუმემენტით რომ ვიქტორიანულ ინგლიშში ბავშვის სიშიშვლე უმანკოების გამოვლინებად აღიქმებოდა და მსგავსი ფოტოების თუ ნახატების ბევრი საშობაო პოსტკარდიც კი არსებობსო, და თანაც კეროლი ყველასთან წყვიტავდა ურთიერთობას როცა გოგონები 14ს მიაღწევდნენ ან გადასცილდებოდნენნო,ანუ სექსუალური მოტივები არ ამოძრავებდაო, ესეც ჩემი აზრით მის პედოფილიაზე უფრო მიანიშნებს, მაგრამ მოკლედ მაგარი დაბნეული ვარ და ტვინი ამატკივა ამ ამბავმა, რასაც ვერაფრით ვერ გავიგებ და ამოვთხრი მარტო მე კი არა მთელი დედამიწის ბიოგრაფებიც, რადგანაც "სამხილები" (დღიურები და წერილები) განადგურებულია, ჰოდა შემდგომი კითხვა მიტრიალებს ახლა თავშI: რატომ ვიბურღავ ტვინს ასე სასტიკად და რა კონდიციას მიაღწია ამ ჩემმა ტვინის ბურღვამ რომ აქ ვპოსტავ და რას ვერჩI ჩემს თავს საერთოდ ნეტავ? ჰოი ამაობა ამოებათა, წავედი დავიძინე და ძილინებისა ყველა გზააბნეულს ვინც აქ შემოხეტება და ამას წაიკითხავს (თუ იქნება ასეთუ გზააბნეული საერთოდ ვინმე )