IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> დაკარგული ბავშობა
Aრც კი ვიცი მაქვს უFლება თუ არა დავწერო ის რასაც ვაპირებ ( მე არ ვარ ჯურნალისტი) მაგრამ… მინდა მოგიყვეთ ჩემი დღევანდელი დღის შესახებ …
დღეს 8 მარტია ,ქალთა საერთაშორისო დღე,ისეთი თარიღია გეგონება აუცილებლად უნდა იყო ბედნიერი,გაღიმებული სახით მაგრამ…
გაიცანიტ ეს Nინი შპეტიაშვილია -10 წლის
(ადამიანმა რომელიც უზომოდ დიდი შტაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ,ის დიდი ადამიანია…სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით!)
მინდა მოგიყვეთ მის შესახებ …
როგორც უკვე ვთქვი ნინი 10 წლის არის ,ცხოვრობს მოსკოვის პროსპექტზე (სრულიად შემთხვევით მოვხვდით მაგასთან ,როგორც ხდება ხოლმე ძირითადად თბილისში,ვიღაცა-ვიღაცის ნაცნობის მეზობელი და ა.შ)
ცხოვრობს მარტო თუმცა არა არასწორად ვიძახი,ცხოვრობს ბებიასთან ერთად,
ბებია ლოგინში არის ჩავარდნილი უკვე 3 წელი… ( ვერც კი ჟდება,სხვა რომ არაFერზე ვილაპარაკო...სულ წევს…)
ყველაFერი ამ ბავშვზეა…
ერთი ჩვეულებრივი დღე იმით იწყება რომ დგება 7 საათზე,მიდის სამზარეულოში
,ამზადებს საჭმელს,აჭმევს ბებიას .
მაგიდა რომელიც ბებიას ლოგინის გვერდით დგას... უტოვებს საჭმელს
და მიდის სკოლაში… სკოლიდან დაბრუნებული შედის ბებიის ოთახში (Fაქტიურად ამ ერთ ოთახში ცხოვრობენ) …მარტო დარჩენის ეშინია,ნინიც სულ გვერდით უზის,მეცადინეობს (ეგეც შეძლებისდაგვარად ,რადგან რვეულები,კალმები… ეს არაFერი არ არის თითქმის… რომ არა კლასელები,მეზობლები…) შემდეგ ჭურჭლის გარეცხვის დრო მოდის და აი უკვე საღამოსკენ სარეცხისთვისაც იცლის… ამ ყველაFერს აკეთებს 7 წლიდან…
ალბათ კითხვა გაჩნდება კი მაგრამ ნინის მშობლები სად არიან,რატომ არის ბავშვი ასეთ დღეში?და ეს ლოგიკურიც იქნება…
დედა – ალლა …
წასულია საქართველოდან ,გათხოვდა რუსეთში და ნინის ბედით არც კი დაინტერესებულა… თუმცა არა იყო შემთხვევა როდესაც დაინტერესდა,ნინი 4 წლის იყო,როდესაც წაიყვანა ციმბირში და იქ ბავშთა სახლში ჩააბარა,შემდეგ იქ ვიღაცამ “იშვილა” … ეს ქალი ამუშავებდა პატარა ნინის (ოთახებს ალაგებინებდა,ჭურჭელს არეცხინებდა),როდესაც საქართველოში მყოFმა მამამ და ბებიამ გაიგეს თუ რა ბედი ეწია Nინის ,ციმბირში ჩავიდნენ და წამოიყვანეს…
მამა – ზურაბი …
ამჟამად იმყოFება კოლონიაში,მას 3 წელი მიუსაჟეს ( ნასვამ მდგომარეობაში,მაღაზიის ვიტრინის გატეხისთვის)
სხვათაშორის ძალიან მაინტერესებს იურიდიული თვალსაზრისით,მაშინ როდესაც ოჟახის ერთადერთი მარჩენალი ეს ადამიანია,ნუთუ არ შეიძლებოდა რომ სასჟელი შემცირებული ჰყოFილიყო ან არ ვიცი რამე სხვანაირად რომ მომხდარიყო,თუნდაც უბრალოდ ჟარიმა რომ გამოეწერათ…
არ ვიცი შეიძლება არასწორს ვიძახი…
ბებიაზე უკვე დავწერე,ეს არის ნინის მთელი ოჯახი,თუმცა არა არის კიდევ ერთი წევრი...
მამიდა (სახელი არ მახსოვს სამწუხაროდ ) ადამიანი რომელიც ულამაზებდა ნინის ცხოვრებას (მისივე სიტყვებიდან )
ალბათ ისევ კითხვა დაიბადება კი მაგრამ ახლა სად არის მამიდა? Aქაც ძალიან მარტივი პასუხია – მამიდა ქალთა კოლონიაში იხდის სასჯელს ( შეიძლება გახსოვდეთ,გახმაურებელი ამბავი იყო Pროკრედიტ Bანკიდან თანხის მოპარვაზე ,საკმაოდ დიდ თანხაზე იყო საუბარი ,მაგრამ … სად არის ეს Fული? ესეც გაურკვეველი ამბავია…)
რამდენი აქვს მისჯილი ესეც არ ვიცი მაგრამ Fაქტი ის არის რომ დღეს ნინი არის ამ ოჯახის უFროსი … არ ვიცი მართლა ვერ აგიხსნით ჩემს ემოციებს ,აპარატი ძლივს მეკავა ხელში ,ვუყურებდი და ვFიქრობდი ასეთი ულამაზესი ბავშვი…თუმცა არა ის უკვე იმდენად დიდია რომ ,ნაადრევად გაიზარდა ,ცხოვრებამ გაზარდა,პირობებმა…
- თოვლის ბაბუის გჟერა ნინი ? - Aრა,აი ისეთების არ მჟერა ირმებით რომ დაFრინავენ თორე ისე კი არის,ოღონდ ჩემთან არ მოდის...
Dიდი ადამიანია და მაინც მასში ცხოვრობს ბავშვი ,არ დაუკარგავს ეს “თვისება”
- ოცნება თუ გაქვს ? - მობილური,ძალიან მინდა რომ მქონდეს…ტელევიზორი…
Mომღიმარე სახე,თუმცა ამ ღიმილის ქვეშ არავინ ვიცით რა არის,რა ხდება მის სულში …
- დღიურს არ ჭერ? - Aდრე ვწერდი…მერე დავკარგე,ახლა არ მაქვს არაFერი რაშიც შესაძლებელია წერა..ეს ჩემი საყვარელი რვეულია,ხომ ლამაზია? ჩემმა კლასელმა მაჩუქა,დედამ ჩამოუტანა საიდანღაც ,ბევრი ჰქონდა და ერთი მე მომცა,ძალიან მომწონს…
- არ გადამიღო კარგი ჭურჭEლს რომ ვრეცხავ?!...მრცხვენია … ( და ესეც კი მომღიმარე სახით ნათქვამი… ) - არ გადაგიღებ… -)
-Iცი მეც მინდა ჟურნალისტობა მაგრამ თუ არ გამომივა მაშინ ექიმი მინდა რომ გამოვიდე,ხო ხო ექიმი მინდა ვიყო … ( ალბათ ეს ლოგიკურიც კი იქნებოდა,ბავშვს იმდენჯერ გამოუძახებია სასწრაFო…ხშირი “ურთიერთობა” აქვთ …
Oჯახის მთელი შემოსავალი შეადგენს 69 ლარს (პენსია… ახლა…ადრე რამდენი იყო იცით? ) და ამის ნახევარი მიდის ბებიას წამლებში…კომუნალურ გადასახდელებში…
- აქ რითი თბებით? - Aი იქით პატარა პლიტა რომ დგას იმით,თუმცა ვერ ვრთავთ, დენი…ძალიან ძვირი ღირს,არ გვეყოFა Fული არაFერში მერე…
- საჭმელი? - ადრე მეზობლებს მოჰქონდათ,ვის რა ჰქონდა,მაგრამ ახლა ყველას უჭირს …რაღაცეებს ვყიდულობთ მაღაზიაში , ვალითაც გვაძლევენ,მერე პენსიას რომ ვიღებთ ვისტუმრებთ…
- ტანსაცმელი? - ბებიამ მითხრა ახლა პენსიას რომ აიღებს ბოტასებს მიყიდის…ეს კურთკა ჩემმა კლასელმა მაჩუქა…შარვლები…მამიდა რასაც მყიდულობდა ყველაFერი დიდი მქონდა ახლა ვიცმევ და კარგად მაქვს…
Aმას უკომენტაროდ დავტოვებ,ალბათ თქვენით ხვდებით რისი კეთებაც უწევს ნინის,ის ხომ ამ ოჯახის "დიასახლისია" ...
- ეს რა სურათია ნინი? - ეს…ჩემს ძველ კლასელებთან ერთად ვარ ,აი ასეთი ვიყავი 3 წლის წინ…
- ამ ოთახში გიყვარს ჰყოFნა? - არა ახლა აღარ,ადრე მიყვარდა,ვცეკვავდი აქ ბევრს ახლა დრო არ მაქვს უბრალოდ…
- ეზოში ჩადიხარ სათამაშოდ? ( ღიმილი) – არა დრო არ მაქვს მაგისთვის,ბებიას ხომ არ დავტოვებ?!აი მხოლოდ მაღაზიაში როდესაც ჩავდივარ…
" მე ნინის ბავშობა წავართვი,სიკვდილს ვნატრობ მაგრამ ეგეც არ არის" იმდენად იმოქმედა ჩემზე ბებიის ამ სიტყვებმა რომ...
Vერ აგიხსნით მართლა რა ვნახე ჩემი თვალით…Nინიმ თითქოს გამზარდა,თითქოს შემცვალა, YველაFერს სხვა თვალით შევხედე და სრულიად სხვანაირი გამოვედი ამ პატარა ქალბატონის სამყაროდან…
- Fანჟარაში ხშირად იყურები? - Aრა,აქედან არ მიყვარს ,აი იმ ოთახიდან…
სადარბაზოდან როგორ გამოვედით,როგორ ჩავჯექით მანქანაში ,როგორ მივედით რედაქციაში არაFერი მახსოვს გეFიცებით,მთელი გზაც სიჩუმე იყო, სამი ადამიანიდან ვერც ერთი ვერ ვბედავდით ხმის ამოღებას…
მარტო ნინიზე ვFიქრობდი,ერთადერთი ის მომენტი იყო…მანქანაში რომ ვჟდებოდი ჩვევა მაქვს ყოველთვის ზევით ვიყურები ( ბავშობიდან ვარ მიჩვეული,სახლიდან ყოველთვის ისე მაცილებდნენ რომ Fანჯრიდან იყურებოდნენ,დღემდე დამრჩა -)) ზევით ავიხედე და … ნინი Fანჟრიდან იყურებოდა ,იღიმოდა და ხელს გვიქნევდა…
Aრასდროს დამავიწყდება ამ ბავშვის სახე,თვალები,ლაპარაკი და არც უნდა დამავიწყდეს!..
Aრ ვიცი რატომ დავწერე აქ ეს ყველაFერი თუმცა … მე მინდა ამ ბავშვს დავუბრუნო ბავშობა,მართლა მინდა,შეიძლება ძალიან ხმამაღალი ნათქვამია და მე მარტო არაFრის გაკეთება არ შემიძლია მაგრამ… მარტო ვარ??
6წელია ცრემლი არ გადმომვარდნია და ახლა ვტირი საშინელებაა.. დღეს არაფერს ვამბობ.. კონკრეტულს მოვიფიქრებ რამეს და შემოგიამხანაგდებით.. დაახლოებით თარიღი დაწერეთ როდის აპირებთ უყიდოთ რაღაცები?