არავის კი არ გახსოვდათ, მაგრამ შეგახსენებთ, რომ დღეს არის ბოკეს დაბადების დღე.
ყველაფერი კი ასე დაიწყო. (ამონარიდი ბოკეს ისტორიიდან)
"2004 წლის შემოდგომას რუსული ინტერნეტ-ფოტორესურსის photosight.ru-ს თბილისელმა მომხმარებლებმა გადაწყვიტეს მცირე სამეგობრო წრეში შეკრება და საერთო ენის გამონახვა ლაივში. ფოტოგრაფიის სიყვარულმა სწრაფად დაახლოვა, დაამეგობრა და ქართული ფოტოკლუბის ჩამოყალიბების სურვილით გააერთიანა ადამიანთა მცირე ჯგუფი.
ჯგუფმა დაიწყო თანამოაზრეების ძიება, რომელთა რიცხვიც ყოველდღიურად იზრდებოდა და იკრებდა სხვადასხვა ასაკის და პროფესიის როგორც დამწყებ, ასევე გამოცდილ ფოტოგრაფებს. კლუბის დაარსების ინიციატივამ გამოხმაურება ჰპოვა როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ასევე, საზღვარგარეთ მყოფ ქართველთა შორის. 2004 წლის 1 დეკემბერს იდეის განვითარების კატალიზატორის როლი შეასრულა დროებით მისამართზე გაშვებულმა ფორუმის და გალერეის საწყისმა ვერსიამ, რომელმაც მას შემდეგ მნიშვნელოვანი სახეცვლილება და გაუმჯობესება განიცადა და ფოტოგრაფიის მოყვარულთა წინაშე ოფიციალურად წარსდგა 2005 წლის 1 მარტს."