ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი...თუ რას შეცვლიდით ფოტოკლუბ ბოკეს ადმინისტრაცია რომ იყოთ,ანუ ის ვისაც აქვს უფლება შეცვალოს და სიახლეები შემოიტანოს და არა მარტო სიახლეები,არამედ ,მაგალითად, არ დაუშვას ისეთი ფოტოგრაფები,ვინც არც მეტი ,არც ნაკლები,, ნაგავს '' დებენ საიტზე ...კონკრეტული ავტორების დასახელებისგან თავს შევიკავებ...
CLOTILDA, ბოკეზე პერიოდულად იშლება სურათები, რომლებიც შედიან ე.წ. "ბოკეს ყველაზე ცუდ ფოტოთა კოლექციაში" ანუ თუ სურათი გარკვეული პერიოდის შემდეგ არ აკმაყოფილებს რაღაც მინიმალურ მოთხოვნებს ის იშლება. ამ ფუნქციის გამოყენება ხორციელდება პერიოდულად, მაგრამ დიდი ინტერვალებით.
თუმცა არ ხორციელდება არც მომხმარებლის დაბლოკვა ან წაშლა და არც მისი მთლიანი გალერეის წაშლა. (იმ შემთხვევების გარდა როდესაც ის ეწინააღმდეგება საიტის წესებს)