ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი...თუ რას შეცვლიდით ფოტოკლუბ ბოკეს ადმინისტრაცია რომ იყოთ,ანუ ის ვისაც აქვს უფლება შეცვალოს და სიახლეები შემოიტანოს და არა მარტო სიახლეები,არამედ ,მაგალითად, არ დაუშვას ისეთი ფოტოგრაფები,ვინც არც მეტი ,არც ნაკლები,, ნაგავს '' დებენ საიტზე ...კონკრეტული ავტორების დასახელებისგან თავს შევიკავებ...
რა თქმა უნდა უნდა წაშალოთ,მაგრამ არა მხოლოდ თქვენი სურვილითა და ,,ხუშტურით'' ...მოდით ასე ვთქვათ,გარკვეული სახის ჟიური უნდა არსებობდეს,რომელიც მიიღებდა წაშლა-არ-წაშლის გადაწყვეტილებას
Nini Mamaladze მინდა გაგცე პასუხი შენს პოსტზე...რა თქმა უნდა, ჩემთვის სავსებით ნათელია ამ ფოტოკლუბის ფუნქცია და ის რომ არის მოყვარულ (ასევე პროფესიონალ ) ფოტოგრაფთა საიტი,მაგრამ ამ მოყვარულებს შორის სამწუხაროდ ბევრია უბრალოდ ,,თავხედი'' ...