ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი...თუ რას შეცვლიდით ფოტოკლუბ ბოკეს ადმინისტრაცია რომ იყოთ,ანუ ის ვისაც აქვს უფლება შეცვალოს და სიახლეები შემოიტანოს და არა მარტო სიახლეები,არამედ ,მაგალითად, არ დაუშვას ისეთი ფოტოგრაფები,ვინც არც მეტი ,არც ნაკლები,, ნაგავს '' დებენ საიტზე ...კონკრეტული ავტორების დასახელებისგან თავს შევიკავებ...
CLOTILDA, მინიმალურ კრიტერიუმებს თუ ვერ დააკმაყოფილებს ავტორის გალერეა, ის უბრალოდ ვერ მიიღებს მომდევნო სტატუს. და ახალი სურათების დადების სურვილი თუ ექნება, მოუწევს ძველების წაშლა. რაც შეეხება ადმინისტრაციის უფლებას - მე ვიგულისხმე მორალური უფლება. და ამ ფარგლებს მხოლოდ და მხოლოდ მე ვიწესებ ჩემთვის.
პ.ს. ვთქვათ თქვენი ფოტოები არ მომწონს და მიმაჩნია, რომ "მინიმალურ კრიტერიუმებს" არ აკმაყოფილებს.. წავშალო თქვენი გალერეა?