კომპანიამ Leica Camera AG გამოაცხადა ციფრული კამერის Leica M8 მოდიფიკაციის გამოშვების შესახებ.
მოდელს დაერქვა Leica M8.2. მან მემკვიდრეობით მიიღო წინამორბედის ტექნიკური მონაცემები, ტუმცა განსხვავდება წინამორდებისგან უხმო საკეტით (მეტალის ფარდებით), კორპუსის განსხვავებული ხორკლიანი მოპირკეთებით, ეკრანის ნაფხაჭნებისგან დასაცავად საფირონის შუშის გამოყენებით. Snapshot Mode რეჟიმი იმათვის ვისაც უნდა კარგი შედეგის მიღება განსაკუთრებული დახელოვნების გარეშე, ასევე გააჩნია უფრო კომპაქტური დასატენი მოწყობილობა.
აპარატის მახასიათებლებია
* 10,3-მეგაპიქსელიანი სენსორი ზომით 18 x 27 მმ (მგრძნობელობა 160–დან 2500–მდე ISO ერთეული); * ვიზირი პარალაქსის ავტომატური კომპენსაციით (გადიდება 0,68x ყველა ობიექტივისთვის); * თავსებადია პრაქტიკულად ყველა 1954 წლიდან გამოშვებული Leica М სისტემის ობიექტივთან; * სერიის სიჩქარე (2 კადრი წამში სულ 10 კადრამდე); * დაყოვნებების დიაპაზონი 32 წამიდან 1/8000 წამამდე ავტომატურ რეჟიმში და 4 წამიდან 1/8000 წამამდე ხელის რეჟიმში; * 2,5-დიუმიანი ეკრანი გარჩევადობით 230000 პიქსელი; * ფოტოების მაქსიმალური გარჩევადობაა 3916 х 2634 პიქსელი (გააჩნია DNG (ფირმის ვარიანტი RAW), JPEG და DNG + JPEG ფორმატების მხარდაჟერა); * თავსებადობა sRGB, Adobe RGB და ECI RGB; * მეხსიერების ბარათი SDHС; * ინტერფეისი USB 2.0 Hi-Speed; * გაბარიტებია 139 x 80 x 37 მმ; * წონა 545 გ (აკუმულატორის გარეშე).
Leica M8.2 ყიდვა სრულად შავ ან ვერცხლისფერ–შავ ვარიანტში უკვე შესაძლებელია, ფასი 4400 ევრო.
აბა ეხლა ასე ვთქვათ: წარმოიდგინეთ რეინჯფაინდერი (ლაიკა-ს ტიპის კონსტრუქციით), სრულიად საკმარისი 12 მეგაპიქსელით, სრული ფორმატის (დაჟე კროპი იყოს ჯანდაბას) მატრიცით, კარგი პროცესორით, ტანკივით აგებული, სულ რაღაც დიაფრაგმის პრიორიტითა და მენუალ ფუნქციით აღჭურვილი, ავტოფოკუსირებითა და რამოდენიმე მინიმალური მაგრამ მართლა საჭირო ფუნქციით (თეთრის ბალანსი სულ ორი მეყოფოდა მე მაგალითად: 5200 და 3000 კელვინი) - და ეს ყველაფერი ასე 1700-2000 დოლარად. რომელი არ იყიდიდით?
რატომღაც მგონია, რომ ამ საქმეს მომავალი აქვს. მე პირადად უფრო და უფრო ხშირად მეზარება დიდი კამერის თრევა (ვბერდები, ბაბა!). არადა ხარისხიანი კამერა ქურთუკის ჯიბეში, უღალატოდ და ჰოოოპ, კადრს არ გამაზავ ქუჩაში! რა ჯობია ამას.
რიკო ჯრ და სიგმა არ მიხსენოთ ეხლა, სხვა რამეზე ვლაპარაკობ. ეს ლეიკა კიდევ ჯეიმს ბონდის სერიალებისთვის დარჩება მგონი მალე რა. გაახურეს ამ ფასებით.