ხალხნო და ჯამაათნო! შინს ალბათ წარდგენა არ სჭირდება. თუ სჭირდება და თქვით, მაგაზეც ვიზრუნებთ. მოკლედ, ცინცხალი ინფორმაცია პირდაპირ ჯეოსტარიდან (რა სარგებლობა მოაქვს ჯეოსტარს): ხუთშაბათს შინი გორში კონცერტს ატარებს. მე და LilacWine-მა უკვე დავგეგმეთ წასვლა. თემის მიზანი: დადგენა იმისა, ვინ იქნება მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ... წამმზომი ჩართულია 1. gingery 2. LilacWine 3. ... 4. ... .... n
კონცერტის დაწყების დროსა და ადგილს მანამდე დავადგენთ. შემდეგ შეგვეძლება გასვლის დროზეც შევთანხმდეთ, ეს უკვე არ არის პრობლემა, გორში ჩასვლის სიმარტივე მეტმა თუ არა, ნახევარმა ბოკემ იცის ჰოდა... ველით გამოხმაურებას მგონი არ უნდა იყოს ცუდი იდეა, არა? : )
უნდა რამე მკითხაობა, როგორი განწყობა მექნება ახლა მე (და სანდროს)?
კი მოგვიწია ცოტახანს ყინვაში დგომა, სანამ დაცვას შევეცოდებოდით, მერე სადგურში იმ იმის სმენა, რომ დილამდე მატარებელი არ იქნება, მერე ტრასამდე ჩანჩალი და ხელის ქნევა ვინმე კეთილის ლოდინში...
მაგრამ უმშვენიერესი საღამო იყო. და რატომ - პასუხი ზილგაში, რითშეში, კავკასიურ ცეკვაში და უამრავ სხვა შედევრშია, რაც "ზაზა პაპამ", "ზურა პაპამ", მამუკამ და მთელმა შინმა გვაჩუქა გუშინ.