ე.ი საქმე რაშია მინდა ერთ ერთის ყიდვა და ვერ გადავცყვიტე მთლად რომელი ვიყიდო დ 200 ვიცი რაცაა ასე თუ ისე დ 300 არა და მითხარიტ რომელი მირჩევნია რა ოგონდ ვინც უეჭველი გამოცდილია ამ აპარატების ხმარებაში განსაკუტრებიით იმათი აზრი მაინტერესებს
D200-ს, ნახმარს იყიდი ამერიკაში $700-დ და გამოწერით $800-დ ჩამოგივა. D300 ცხადია უკეთესია (უკეთესი მაღალ ისო, 2მპქს-ით მეტია, 14 ბიტიანია და ა.შ.), მაგრამ ახალი $1500 (აშშ-ში) და ნახმარი მგონი სადღაც $1,100. განბაჟება მოუწევს და დიდი სხვაობა გამოდის.
მე, რომ ვიყო შენს ადგილზე D200-ს ვიყიდდი და კარგ ობიექტივს. ან D80 (ესეც მქონდა და ძალიან კარგი აპარატია) შეგიძლია იყიდო ოდნავ იაფად. რადგან დამწყები ხარ, ამ სამ კამერას შორის სხვაობას მინ. 1 წელი ვერ იგრძნობ.
18-200მმ-ს მაგივრად, მე 18-55mm VR და 55-200mm VR ობიექტივებს გირჩევდი. უფრო იაფია ჯამში და ხარისხიც ჯობია.