ხალხნო და ჯამაათნო! შინს ალბათ წარდგენა არ სჭირდება. თუ სჭირდება და თქვით, მაგაზეც ვიზრუნებთ. მოკლედ, ცინცხალი ინფორმაცია პირდაპირ ჯეოსტარიდან (რა სარგებლობა მოაქვს ჯეოსტარს): ხუთშაბათს შინი გორში კონცერტს ატარებს. მე და LilacWine-მა უკვე დავგეგმეთ წასვლა. თემის მიზანი: დადგენა იმისა, ვინ იქნება მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ... წამმზომი ჩართულია 1. gingery 2. LilacWine 3. ... 4. ... .... n
კონცერტის დაწყების დროსა და ადგილს მანამდე დავადგენთ. შემდეგ შეგვეძლება გასვლის დროზეც შევთანხმდეთ, ეს უკვე არ არის პრობლემა, გორში ჩასვლის სიმარტივე მეტმა თუ არა, ნახევარმა ბოკემ იცის ჰოდა... ველით გამოხმაურებას მგონი არ უნდა იყოს ცუდი იდეა, არა? : )
ჯანდაბაჯანდაბაჯანდაბაჯანდაბაჯანდაბაჯანდაბაჯანდაბაჯანდ ბაჯანდაბა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! უუუჰ რამდენს იტევს ეს სიტყვა...
მართლაც რომ ისეთი ხალხი იქნება ნახევარზე მეტი, სულერთი რომ არის შინს მოუსმენენ, წურწუმიას თუ შავპრინცს...
ახლახან ველაპარაკე ზაზა მიმინოშვილს და პრინციპში, იგივე მითხრა, რაც კეშამ დაწერა აქ. ერთადერთი დარბაზი ყოფილა გორში, რომელიც თბება და ამიტომ გადაუწყვეტიათ იქ. კონცერტი გორის მოსახლეობისთვის ტარდება, დარბაზი ძალიან პატარაა და მოკლედ ობდგლარმაშიბნყუ რააა...
მალე ამ კონცერტების ორგანიზატორის ნომერს გავიგებ და დავაზუსტებ საბოლოოდ, გორში წასვლა ღირს თუ არა. ზაზამ მითხრა, შეიძლება თბილისშიც გაიმართოს მსგავსი კონცერტიო და მაშინ ქე ავშენდებით