ხალხნო და ჯამაათნო! შინს ალბათ წარდგენა არ სჭირდება. თუ სჭირდება და თქვით, მაგაზეც ვიზრუნებთ. მოკლედ, ცინცხალი ინფორმაცია პირდაპირ ჯეოსტარიდან (რა სარგებლობა მოაქვს ჯეოსტარს): ხუთშაბათს შინი გორში კონცერტს ატარებს. მე და LilacWine-მა უკვე დავგეგმეთ წასვლა. თემის მიზანი: დადგენა იმისა, ვინ იქნება მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ... წამმზომი ჩართულია 1. gingery 2. LilacWine 3. ... 4. ... .... n
კონცერტის დაწყების დროსა და ადგილს მანამდე დავადგენთ. შემდეგ შეგვეძლება გასვლის დროზეც შევთანხმდეთ, ეს უკვე არ არის პრობლემა, გორში ჩასვლის სიმარტივე მეტმა თუ არა, ნახევარმა ბოკემ იცის ჰოდა... ველით გამოხმაურებას მგონი არ უნდა იყოს ცუდი იდეა, არა? : )
თეთუ... შემირცხვა აგენტურა ნიკუშ, შენ გული არ გაიტეხო : ) კიდეც არა, არ მიკვირდა რა მიჩქმალულია ყველაფერი-მეთქი... მოკლედ პარიკით და შავი სათვალით მიხილავთ ხვალ გამოფენაზე კეშა, მადლობა : ) დასხდნენ ბიძია გაზულუქებული სკამიანები და ჩოჩიშვილ-წკრიალაშვილები და უკრან მოინაცვლეობით ტაში ხან ლელა წურწუმიას და ხან შინს