ხალხნო და ჯამაათნო! შინს ალბათ წარდგენა არ სჭირდება. თუ სჭირდება და თქვით, მაგაზეც ვიზრუნებთ. მოკლედ, ცინცხალი ინფორმაცია პირდაპირ ჯეოსტარიდან (რა სარგებლობა მოაქვს ჯეოსტარს): ხუთშაბათს შინი გორში კონცერტს ატარებს. მე და LilacWine-მა უკვე დავგეგმეთ წასვლა. თემის მიზანი: დადგენა იმისა, ვინ იქნება მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ... წამმზომი ჩართულია 1. gingery 2. LilacWine 3. ... 4. ... .... n
კონცერტის დაწყების დროსა და ადგილს მანამდე დავადგენთ. შემდეგ შეგვეძლება გასვლის დროზეც შევთანხმდეთ, ეს უკვე არ არის პრობლემა, გორში ჩასვლის სიმარტივე მეტმა თუ არა, ნახევარმა ბოკემ იცის ჰოდა... ველით გამოხმაურებას მგონი არ უნდა იყოს ცუდი იდეა, არა? : )
ე, რა გჭირთ ხალხო, რა დაგემართათ, საჩხუბრად და საკინკლაოდ კი არ გამიხსნია ეს თემა, ვისაც უნდა წამოვა, ვისაც უნდა არა. ვისაც უნდა იქ წავა, ვისაც უნდა იქ, ვისაც უნდა კიდევ გამოფენაზე და ვისაც უნდა კიდევ არსად... take it easy
ჰოდა, ვინაიდან და რადგანაც კითხვა გაუჩნდა ჰოკუსფოკუსს, კითხვა გაგიჩნდებათ სხვებსაც (წამომსვლელებს), სად ვიკრიბებით, რომელ საათზე, რითი მივდივართ და უკან რითი ვბრუნდებით:
მოკლედ, მთავარია თქვენი მონდომება და გამოხმაურება, ვისაც რამე აზრი და კითხვა დაგვებადება, მოდი უკვე აქ დავწეროთ.
რაც შეეხება წასვლას, არსებობს რამდენიმე შესაძლებლობა: 1. ავტობუსი ან მარშრუტკა. ამისთვის 5-დან 6-ის ნახევრამდე მაინც ავტოსადგურში უნდა ვიყოთ. 2. მანქანა. ამ შემთხვევაში მე ვერაფერს შემოგთავაზებთ თქვენ თუ გექნათ, სიამოვნებით მივიღებთ. როგორც ვიცი, საიტის ერთი მომხმარებელი უკვე დაუკავშირდა თათულის ამ შემოთავაზებით. გასვლის დრო ამ შემთხვევაშიც იგივეა. ადგილი შეთანხმებით 3. შეგვიძლია დავიქირავოთ მარშრუტკა, ეს იმ შემთხვევაში, თუ ბევრნი ვიქნებით, მაგრამ რასაც ამ თემას ვუყურებ, ეს ვარიანტი ალბათ გამორიცხულია.
უკან წამოსვლა: 1. თუ მანქანით (მანქანებით) ან დაქირავებული მარშრუტკით წავედით, ეს პრობლემა თავისთავად იხსნება. 2. თუ წავედით ავტობუსით. ამ შემთხვევაში, დარწმუნებით შემიძლიათ გითხრათ, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში მომუშავე საქალაქთშორისო ტრანსპორტი კონცერტის დასრულების დროისათვის აღარ იმუშავებს. მერიამ თუ გამოყო ამისათვის რაიმე დამატებითი რესურსი, არ ვიცი და სიმართლე გითხრათ, ძალიან მეეჭვება. მოკლედ, ჩვენს თავს თვითონვე უნდა მივხედოთ. 2.1. შეგვიძლია წამოვიდეთ მატარებლით, მის მოლოდინში სადგურში ვიბომჟოთ და ფოტოები გადავიღოთ 2.2. შეგვიძლია ბოლოს და ბოლოს იქ დავიქირავოთ მანქანა. 2.3 შეგვიძლია დავრჩეთ კიდეც. ამაზეც შემიძლია თადარიგი დავიჭირო. მაგრამ ეს ვარიანტიც არა მგონია თქვენთვის მისაღები აღმოჩნდეს გარკვეული შეიძლება თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო (სამსახური, ოჯახი და ა.შ.) ყოველ შემთხვევაში, როგორც ვარიანტი, იყოს ესეც.
მოკლედ, მთავარია მონდომება და ცოტა ექსტრიმი, ყველაფერი გამოგვივა