ხალხნო და ჯამაათნო! შინს ალბათ წარდგენა არ სჭირდება. თუ სჭირდება და თქვით, მაგაზეც ვიზრუნებთ. მოკლედ, ცინცხალი ინფორმაცია პირდაპირ ჯეოსტარიდან (რა სარგებლობა მოაქვს ჯეოსტარს): ხუთშაბათს შინი გორში კონცერტს ატარებს. მე და LilacWine-მა უკვე დავგეგმეთ წასვლა. თემის მიზანი: დადგენა იმისა, ვინ იქნება მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ... წამმზომი ჩართულია 1. gingery 2. LilacWine 3. ... 4. ... .... n
კონცერტის დაწყების დროსა და ადგილს მანამდე დავადგენთ. შემდეგ შეგვეძლება გასვლის დროზეც შევთანხმდეთ, ეს უკვე არ არის პრობლემა, გორში ჩასვლის სიმარტივე მეტმა თუ არა, ნახევარმა ბოკემ იცის ჰოდა... ველით გამოხმაურებას მგონი არ უნდა იყოს ცუდი იდეა, არა? : )
ხალხნო, დაზუსტებული ინფორმაცია: კონცერტი ხვალ 7 საათზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია. ჰოდა, როცა ვვიკითხე, სად ჩატარდება-მეთქი, შენ ახლა ნუ დაგვცინი, სად უნდა ჩატარდეს გორში უფასო კონცერტი, მერიის წინო. მოკლედ, კონცერტი ღია ცის ქვეშ ტარდება. წამომსვლელებმა თბილად ჩაიცვით და არაყი იქაც ქე იყიდება ალბათ