ხალხნო და ჯამაათნო! შინს ალბათ წარდგენა არ სჭირდება. თუ სჭირდება და თქვით, მაგაზეც ვიზრუნებთ. მოკლედ, ცინცხალი ინფორმაცია პირდაპირ ჯეოსტარიდან (რა სარგებლობა მოაქვს ჯეოსტარს): ხუთშაბათს შინი გორში კონცერტს ატარებს. მე და LilacWine-მა უკვე დავგეგმეთ წასვლა. თემის მიზანი: დადგენა იმისა, ვინ იქნება მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ... წამმზომი ჩართულია 1. gingery 2. LilacWine 3. ... 4. ... .... n
კონცერტის დაწყების დროსა და ადგილს მანამდე დავადგენთ. შემდეგ შეგვეძლება გასვლის დროზეც შევთანხმდეთ, ეს უკვე არ არის პრობლემა, გორში ჩასვლის სიმარტივე მეტმა თუ არა, ნახევარმა ბოკემ იცის ჰოდა... ველით გამოხმაურებას მგონი არ უნდა იყოს ცუდი იდეა, არა? : )
არა, ვისაც უნდა წამოვიდეს კაცო, მართლა ყველას კი არ გიმეტებთ ბოკეს გამოფენისთვის (აბა, ეხლა როგორი ვარ პიარის ამბავში? )
ინანიელ - ნ. მენთეშაშვილი
დადა, ეგ მგონი ჯერ არ მოგვიფიქრებია. სადღაც საღამოსკენ გავალთ ალბათ და კიდე უფრო საღამოს იქნება კონცერტი, ესეც ალბათ.. იმიტომ რომ საიტზე ზუსტად არ წერია დრო. მაგრამ ნინო იქ ნაცნობმეგობრებს გადაურეკავს და გაარკვევს ზუსტად..