BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

[ ] · ·

> დევნილ ბავშვებს!, საახლაწლოდ!

| |
_Anano_
post Dec 21 2008, 21:10
#1 

Amateur+ Amateur+
6,126


რადგან PM ების გზავნა ბევრ დროს წაიღებს, გადავწყვიტე თემა გავხსნა და ყველა თქვენგანს ვთხოვო, 24 რიცხვამდე მომაწოდოთ საახალწლო და ჩვეულებრივი სათამაშოები (ნაძვის ხე),ტკბილეული, ასევე თბილი ტანსაცმელი დევნილი ბავშვებისათვის.....


ზემოთ ჩამოთვლილი საკმაოდ მწირად აქვთ ბავშვებს და თუნდაც თითო ნივთიოთ ძალიან გაახარებთ.

ვისაც გაქვთ ამის სურვილი PM-ში დამეკონტაქტეთ.

წინასწარ დიდი მადლობა!

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
 
Reply to this topicStart new topicStart Poll
_Anano_
post Dec 22 2008, 01:33
#2 

Amateur+ Amateur+
6,126


რა იყო ხალხო, 62ჯერ ნახეთ და ნუთუ ზურიკელას გარდა ერთს მაინც არ აქვს სახლში ერთი ცალი ნაძვის ხის სათამაშო....თითო თითოდ ხომ შეგროვდება ერთი ნაძვის მოსართავი სათამაშოების რაოდენობა.....
რა გჭირთ? რა დაგემართათ?

ნუთუ ის ხალხი აღარ ხართ '"მზისფერნი"ს დროს, რომ გვერდში გვედგა....

ის ხალხი არ ხართ , ომის დროს ბრტყელ ბრტყელ პოსტებს რომ წერდა სახლიდან???

ის ხალხი არ ხართ ერთ შემოძახილზე აქციაზე რომ დგახართ???

ის ხალხი არ ხართ ერი და სამშობლო , რომ გიყვართ?
....ალბათ უმრავლესობას დაავიწყდა "უსტატუსო" დევნილები. სამედიცინო დახმარებასაც, რომ ვეღარ იღებენ ,ხელი რომ მოტყდება საცოდავ მოხუცებულს, გზა არ იცის, თუ სასწრაფო მიიყვანს იქ ვერავინ გადაუხდის და უკანაც ვერაფრით წამოვა ე.წ დროებით თავშესაფარში, ყველასგან დავიწყებულები, რომ არიან,აგვისტოს მერე ლობიოს და მაკარონს რომ ჭამენ, ფეხზე თბილი ფეხსაცმლის მაგივრად "ჩუსტები" რომ აცვიათ, პალტოს მაგივრად კი პიჯაკები და მაისურები, ბავშვებს დახეული ჯემპრები და დამახინჯებული ბავშვობა რომ აქვთ, ახალი წელი თავიანთი სახლების ნაცვლად ბაღებში და რედაქციებში რომ უთენდებათ, სათამაშო და ადამიანური სადილი რომ ენატრებათ,,,,

მაპატით , ძალიან გამიგრძელდა სიტყვა,,, უბრალოდ ეს ყველაფერი იმისათვის დავწერე, რომ შემეხსენებინა მათი არსებობის და აგვისტოში გახსნილ თემებში არსებული მოწოდებების შესახებ....

მადლობა ლევან! :*

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Posts in this topic


Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 2nd May 2025 - 14:13

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'