IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> ჩემპიონატი ბილიარდში!
2008 წლის ზამთრის ჩემპიონატი ბილიარდში!!! (ბოკელებს შორის)
მაშ ასე, შაბათს, 20 დეკემბერს, 19:00 სთ-ზე, კლუბ "ბულდოგში" დაიწყება ჩემპიონატი ბილიარდში. ფინალური შეხვედრა იქნება 27 დეკემბერს. თამაშის მსურველებმა 19 დეკემბრამდე (პარასკევი) უნდა გაიარონ რეგისტრაცია. ამისათვის საჭიროა ორგანიზატორებს (nature, kapo) მიწეროთ PM მ/ს.
დასაჩუქრდებიან პირველ და მეორე ადგილზე გასულები. (პრიზების თვითღირებულება, მონაწილეთა რაოდენობის პროპორციული იქნება).
გისურვებთ წარმატებებს.
ბულდოგის მდებარეობა, ვინც არ იცის იმათთვის Added @ არც ისე მაგარად ვთამაშობ, როგორც nature ამბობს, პირიქით ის მიგებს კიდეც და ერთგვარი ფანდი გაითამაშა
დავიწყებ იმით, რომ მოთამაშეთა რაოდენობა გახლდათ მხოლოდ ცხრა:
kapo nature kesha coldplay1983 ditrofane chika73 crimsonwithclower mamont marcus
ხოლო გულშემატკვივარნი მხოლოდ - batukela და duci მოხარული ვარ, მოთამაშეებმა და გულშევატკივრებმა ერთმანეთი გავიცანით, მერე რა რომ წავაგე
ლოტოტრონის პრინციპით გადავნაწილდით წყვილებად. მართალია იმან, რომ ვიყავით 9ნი მცირე პრობლემა შეგვიქმნა, რომელიც მოვაგვარეთ და საბოლოო ჯამში ჩემპიონატმა ნამდვილად კარგად ჩაიარა... გულშემატკივრების ნაკლებობას კი ვუჩივოდით......
ყოველგვარი შესავლის გარეშე, როგორც batukela მ გამცნოთ ბილიარდში 2008 წლის ზამთრის სეზონის ჩემპიონატის გამარჯვებული ბოკელებს შორის გახდა coldplay1983
მან ჩემპიონობა ფინალში kesha ს დამარცხებით მოიპოვა
დიდი მადლობა საბილიარდე ბულდოგს, რომელმაც ყველანაირად შეგვიწყო ხელი და გამარჯვებულისათვის პრიზიც დააწესა: 2 კვირიანი თამაშის ტალონი. ორგანიზატორთა მხრიდან კი პირველ და მეორე ადგილებზე გასულებს გადაეცათ მოთამაშეთა რაოდენობისადა პროპორციულად მცირე ფულადი ჯილდო.
დიდი მადლობა ყველა მონაწილეს ასევე batukela ს და duci ს
ეს მხოლოდ 2008 წლის ზამთრის სეზონის ჩემპიონატი იყო...