კაი ხანია ვაკვირდები და თითქმის ყველა ფოტოს რაც ბოკეზე იდება, კომენტარებს თითქოს ელოჩკა ლუდაედკა უკეთებდეს. მაგარია, საღოლ, საყვარელი, აუუუ მიყვარხარ, მომენატრე, დიდი დიდი შთ ჯობიაო დაწერონ, ხოდა ახლა ვიღაცა რომ კაი და საყვარელია და თანაც მეგობრობთ ეგ გადასარევი, მარა რა შუაშია აქ ფოტოგრაფია? გადავკეთდეთ ადნაკლასნიკებად საუბარია ძირითად სიტუაციაზე. აქაიქ გამოერევა ხოლმე ფოტოგრაფიასთან დაკავშირებული კომენტარებიც. დანარჩენი განავრცეთ. თუ განყოფილება შემეშალა მოდერმა გადაიტანოს სადაც საჭიროდ ჩათვლის.
ფოტოს დადებას აქ მგონი ის "მუღამი" აქ რო კრიტიკა მოისმინო, და რამე გამოასწორო, გაითვალისწინო ამ კრიტიკის საფუძველზე.
ხო კიდე გაუთავებელი PM ები შეფასების თხოვნახე ამაზრზენია რაა.... თუ ასე ძალიან გინდა შენი ფოტოს დ/ფ ზე ნახვა დაიკიდე სახლში და უყურე რააა..... დამსახურებულად რო გახდები დ/ფ ის უფრო კაი გრძნობაა არა?!
ხოდა და კიდე ერთი უბედურება ის არის, რომ კომენტარებს მარტო იმას უწერენ (ხშირ შემთხვევაში) ვისაც იცნობენ.
ბევრჯერ შემხვედრია აქ ფოტო საკმაოდ კარგი რომელსაც 1-2 კომენტარი უწერია და მეორე ფოტო რომელსაც პრეტენზია არ ქონდა ფოტოობაზე და აღსაფრთოვანებელი კომენტარებით არის სავსე. ა რადა ერთადერთი ფოტოსაიტია ქართული და ცუდია ასეთი რაღაცეები რომ ხდება : (