კაი ხანია ვაკვირდები და თითქმის ყველა ფოტოს რაც ბოკეზე იდება, კომენტარებს თითქოს ელოჩკა ლუდაედკა უკეთებდეს. მაგარია, საღოლ, საყვარელი, აუუუ მიყვარხარ, მომენატრე, დიდი დიდი შთ ჯობიაო დაწერონ, ხოდა ახლა ვიღაცა რომ კაი და საყვარელია და თანაც მეგობრობთ ეგ გადასარევი, მარა რა შუაშია აქ ფოტოგრაფია? გადავკეთდეთ ადნაკლასნიკებად საუბარია ძირითად სიტუაციაზე. აქაიქ გამოერევა ხოლმე ფოტოგრაფიასთან დაკავშირებული კომენტარებიც. დანარჩენი განავრცეთ. თუ განყოფილება შემეშალა მოდერმა გადაიტანოს სადაც საჭიროდ ჩათვლის.
აი მე ძალიან მომწონს რომ ამ ბოლო დროს ბატონი გუჟა აქტიურობს და საკმაოდ საინტერესო და სასარგებლო კომენტარებს წერს... აუცილებელი არაა კომენტარი შენ დაგიწერონ.. თუ სწავლა გინდა სხვების კომენტარებიდანაც ისწავლი... :აჰა: საკლასო ოთახშიც არაა ცუდი თემები...
და საერთოდ მთავარია გინდოდეს, თორემ ბოკეზე ნამდვილად არის იმის პირობები რომ ბევრი კარგი რამე გაიგო (ნუ რა ვიცი.. მე რომ მოვინდოე გავიგე) ასე რომ დიდათ არ ვეთანხმები იმ ამბავს რომ ბოკე წყალწაღებული და გაჩატებული საიტია...