კაი ხანია ვაკვირდები და თითქმის ყველა ფოტოს რაც ბოკეზე იდება, კომენტარებს თითქოს ელოჩკა ლუდაედკა უკეთებდეს. მაგარია, საღოლ, საყვარელი, აუუუ მიყვარხარ, მომენატრე, დიდი დიდი შთ ჯობიაო დაწერონ, ხოდა ახლა ვიღაცა რომ კაი და საყვარელია და თანაც მეგობრობთ ეგ გადასარევი, მარა რა შუაშია აქ ფოტოგრაფია? გადავკეთდეთ ადნაკლასნიკებად საუბარია ძირითად სიტუაციაზე. აქაიქ გამოერევა ხოლმე ფოტოგრაფიასთან დაკავშირებული კომენტარებიც. დანარჩენი განავრცეთ. თუ განყოფილება შემეშალა მოდერმა გადაიტანოს სადაც საჭიროდ ჩათვლის.
როდესაც საიტზე რეგისტრაცია შეწყვეტილია ვერც ვერავინ რეგისტრირდება და რეგისტრირებულები ვეღარ იშლებიან პირველ რიგში ეს საიტის იზოლაციაა რაც ხელს უწყობს ბოკეს დონის გაქვავებას თუ არა ვარდნას
როცა საიტზე უამრავი ისეთი იუზერია რომლისთვისაც ფოტოგრაფიაში წინსვლად და ყველაზე მთავარ მიზნად ფოტოს გადღისფოტოება ესახებათ
და როდესაც არავინ წერს ისეთ კომენტარს რომლისგანაც მართლა შეიძლება რამე ისწავლო და ისეთები წერენ კრიტიკას ვინც აზრზე არაა რა არის ფოკუსი
მაშინ საიტი ემსგავსება დამყაყებულ ჭაობს სადაც მარტო ბაყაყები ყიყინებენ და ყიყინებენ