IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> ჩემპიონატი ბილიარდში!
2008 წლის ზამთრის ჩემპიონატი ბილიარდში!!! (ბოკელებს შორის)
მაშ ასე, შაბათს, 20 დეკემბერს, 19:00 სთ-ზე, კლუბ "ბულდოგში" დაიწყება ჩემპიონატი ბილიარდში. ფინალური შეხვედრა იქნება 27 დეკემბერს. თამაშის მსურველებმა 19 დეკემბრამდე (პარასკევი) უნდა გაიარონ რეგისტრაცია. ამისათვის საჭიროა ორგანიზატორებს (nature, kapo) მიწეროთ PM მ/ს.
დასაჩუქრდებიან პირველ და მეორე ადგილზე გასულები. (პრიზების თვითღირებულება, მონაწილეთა რაოდენობის პროპორციული იქნება).
გისურვებთ წარმატებებს.
ბულდოგის მდებარეობა, ვინც არ იცის იმათთვის Added @ არც ისე მაგარად ვთამაშობ, როგორც nature ამბობს, პირიქით ის მიგებს კიდეც და ერთგვარი ფანდი გაითამაშა
თამაშის ზოგადი პირობები. მოთამაშე წყვილებს შევარჩევთ ორგანიზატორები, შემთხვევითი პრინციპით. ანუ ე.წ. ლოტოტრონის პრინციპით. (ამ ყველაფერს დროის მოგების გამო ვაკეთებთ). წყვილები ითამაშებენ მხოლოდ ერთ ხელს და მათგან გამარჯვებული გადავა შემდეგ ეტაპზე, წაგებული კი ავტომატურად ამოვარდება თამაშიდან. და ა.შ. თუ რაიმე კითხვა დაგებადებათ მომწერეთ PM.