კაი ხანია ვაკვირდები და თითქმის ყველა ფოტოს რაც ბოკეზე იდება, კომენტარებს თითქოს ელოჩკა ლუდაედკა უკეთებდეს. მაგარია, საღოლ, საყვარელი, აუუუ მიყვარხარ, მომენატრე, დიდი დიდი შთ ჯობიაო დაწერონ, ხოდა ახლა ვიღაცა რომ კაი და საყვარელია და თანაც მეგობრობთ ეგ გადასარევი, მარა რა შუაშია აქ ფოტოგრაფია? გადავკეთდეთ ადნაკლასნიკებად საუბარია ძირითად სიტუაციაზე. აქაიქ გამოერევა ხოლმე ფოტოგრაფიასთან დაკავშირებული კომენტარებიც. დანარჩენი განავრცეთ. თუ განყოფილება შემეშალა მოდერმა გადაიტანოს სადაც საჭიროდ ჩათვლის.
ბარბაროობას გილოცავთ ყველას ( თუმცა რაც ბარბარეს მამამ უქნა ბარბარისობა უნდა ყოფილიყო იმ დღის მერე და არა ბარბაროობა)
მე არ მინდა რომ ეს საიტი ან ფეისბუქად, ან ჰაი5-ად ან ადნაკლასნიკებად გადაიქცეს ( უკვე თითქმის მაგ დონეზეა ) შემოვდივარ წინადადებით:
1) დაწესდეს ფოტოზე გასაკეთებელი კომენტარის "ასოების" ლიმიტი ვთქვატ მინიმუმ 30 "ასო" ( როგორც ფორუმ.ღლე-ზეა ) ეს მოგვცემს იმის საშუალებას რომ შევამციროდ ისეთი კომენტარები როგორიცაა ( ვაუ, ვიუ, !!!!, ...., ვგიჟდები შენზე, დედა რა მაგარია, მიყვარხარ, მენატრები, რა საყვარელია .და ასე შემდეგ ( ეს კომენტარი არ არის)
მეტს ვერაფერს ვფიქრობ შვებულება მინდა მერე მოვიფიქრებ რამეს. აბა თქვენ იცით გკოცნით ფეხვევით გეხუტებით, ყველას ფოტოზე გიწერთ კომენტარს "ვაუ რა მაგარია"