კაი ხანია ვაკვირდები და თითქმის ყველა ფოტოს რაც ბოკეზე იდება, კომენტარებს თითქოს ელოჩკა ლუდაედკა უკეთებდეს. მაგარია, საღოლ, საყვარელი, აუუუ მიყვარხარ, მომენატრე, დიდი დიდი შთ ჯობიაო დაწერონ, ხოდა ახლა ვიღაცა რომ კაი და საყვარელია და თანაც მეგობრობთ ეგ გადასარევი, მარა რა შუაშია აქ ფოტოგრაფია? გადავკეთდეთ ადნაკლასნიკებად საუბარია ძირითად სიტუაციაზე. აქაიქ გამოერევა ხოლმე ფოტოგრაფიასთან დაკავშირებული კომენტარებიც. დანარჩენი განავრცეთ. თუ განყოფილება შემეშალა მოდერმა გადაიტანოს სადაც საჭიროდ ჩათვლის.
ეხლა უკვე ოოო რას ქვია ყველა გადაიღებს,აი ეს რომ თქვი იმის მერე დარწმუნებული ვარ რომ შენი ზემო თქმული სიტყვები:
QUOTE
პრეტენზია მაქვს რომ ამ საიტზე ბევრზე უკეთ მესმის სურათის სი"კარგე"
უბრალოდ სიტყვამ მოიტანა და მეტი არაფერი. მაპატიე თუ მეშლება,მაგრამ პანორამაზე და პეიზაჟზე ადამიანი რომ იტყვიოს ამას ყველა გადაიღებსო ის ცოტა შორს არის არამარტო ფოტოაპარატის აგებულებისაგან არამედ მთლიანად ფოტოგრაფიისაგან.
და საერთოდ,არამარტო პანორამებზეა საუბარი,ნებისმიერ ჟანრზე ვსაუბრობ,არ არსებობს ჟანრი რომელსაც დებილიც კი გადაიღებს,ყველას აქვს თავისი მახასიათებლები,სირთულეები და იზიუმინკები.