კაი ხანია ვაკვირდები და თითქმის ყველა ფოტოს რაც ბოკეზე იდება, კომენტარებს თითქოს ელოჩკა ლუდაედკა უკეთებდეს. მაგარია, საღოლ, საყვარელი, აუუუ მიყვარხარ, მომენატრე, დიდი დიდი შთ ჯობიაო დაწერონ, ხოდა ახლა ვიღაცა რომ კაი და საყვარელია და თანაც მეგობრობთ ეგ გადასარევი, მარა რა შუაშია აქ ფოტოგრაფია? გადავკეთდეთ ადნაკლასნიკებად საუბარია ძირითად სიტუაციაზე. აქაიქ გამოერევა ხოლმე ფოტოგრაფიასთან დაკავშირებული კომენტარებიც. დანარჩენი განავრცეთ. თუ განყოფილება შემეშალა მოდერმა გადაიტანოს სადაც საჭიროდ ჩათვლის.
kesha, D_A_D_A, კონკრეტულად არავისზე დამიწერია და მგონი მეტყობა, რომ არ ვარ დაბოღმილ-განაწყენებული ნულებდა წერილი იუზერი. უბრალოდ ფაქტები რაც შევამჩნიე, აღვნიშნე. ესეც საქმეა. ანუ დიაგნოზის დასმა პრობლემის მოგვარების ერთერთი ეტაპია. რამდენად სწორია დიაგნოზი ეს ერთად გავარკვიოთ ზედმეტი აგრესიის გარეშე. ცოდნის მიღებას რაც შეეხება არც ესაა რთული საქმე ინტერნეტის არსებობის შEმთხვევაში. უბრალოდ საიტის ფორმატი და რეალურად მოხმარება არ შეესაბამება ერთმანეთს, და ცუდია რომ ასეთი კარგი რესურსი ადნაკლასნიკებად დაგრადირდება. ესაა და ეს. P.ს. წასვლა ყოველთვის ადვილია ცოდნის გაზიარება და ათVისებისათვის კომფორტული გარემოს შექმნა კი ურთულესი.