კომპანიამ Alien Skin გამოუშვა Bokeh, ახალი "პლაგინი" ფოტოშოპისთვის, რომლის მიზანია ფოტოზე არსებული გარკვეული ობიექტისთვის ყურადღების მიქვევა. ამ დამატების საშუალებით შესაძლებელია გამოსახულებას დაემატოს სიმკვეთრის სიღრმის ეფექტი, გაკეთდეს "ვინიეტირება" ან სხვა საშუალებით "ხაზი გაესვას" მთავარ ობიექტს.
"პლაგინის" განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ის ზუსტად ახდენს "სმაზის" ეფექტის იმიტაციას, რომლის მიღწევა შესაძლებელია ობიექტივით.
პლაგინის ფასი არის $199. დემო ვერსიის გადმოწერა შეიძლება აქედან
ეს პლაგინი დავითრიე და დავაყენე ძააალიან მაგარი პლაგინია ნებისმიერი ლინზის(ფირმის, მილიმეტრიანისა და დიაფრაგმის მიხედვით) ბოკეს ირჩევ და აყენებ და ძაან მაგარია მაგალითად შეგიძლია ქენონის 50მმ-იანი 1.2 დიაფრაგმის ბოკე დააყენო თუ ვინმეს სურვილი გექნებათ აგიტვირთავთ და გადმოწერეთ