IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> დაგვიანებული რეპორტაჟი სარფიდან ;)
------[zenit EM 100-იანი kodak profoto]--------- I სერია ვიწყებ ფოტო რეპორტაჟს სარფში მოღვაწე ქართული ფოტოკლუბი ბოკეს შესახებ: მონაწილეთა სია: შოთა აპაჩი ბექა (ეკას ძმა) ეკა მაკა ანუკა რებეკა ვანიჩები გური (ვანიჩკების ძმა)
და მაო (შეიძლება ითქვას ჩვენთან ერთად არ ეძინა თორე მაგი იყო ჩვენი ბატონ პატრონი ჩვენთან ერთად დადიოდა ყველგან... უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვით - ჩვენს ბარგთან ერთად {მადლობა}) სასტავს მე შევუერთდი ქუთაისის შესასვლელთან... და მარშუტკაში ჩავეტენე ქობულეთში შემოგვიერთდა 1 ძაან კაი ახალგაზრდა ანუკა და მერე ბათუმში დაგვხვდა რებეკა, მაო, ვანიჩკების ძმა (გური) ვანიჩკები ოჯახური საქმეების მოსაგვარებლად იყო წასული!.. დავიწყეთ!... პირველი ფოტო!.. (არ გვცალია ზღვისთვის!... ვეძებთ მთას ) თუ რა წალკოტში მოვხვდით ...
მოკლედ, სარფის ბოლოში, საბაჟოსთან პატარა ბილიკი მიდიოდა (ნუ პრინციპში სამანქანო გზა სოფელში შედიოდაზა) და ზემოთ იყო ტყე სადაც თურმე შარშან ნათლობა ჩაუტარებიათ (გაუქრისტიანებიათ აჭარლები) მოკლედ 5 კმ-ით ზემოთ უნდა დავბანაკებულიყავით და ავუყევით გზას!... მოკლედ ვიარეთ და ხალხი დაიღალა!.. და გამოეყო 2 კაცი ამხანაგი, მეტად ახოვანი და ჯანმრთელი შესახედაობის ყმაწვილი - ბექა...
და ტყეს მიჩვეული ველური ინდიელი....
(დაზვერილი ადგილები მობილზე მაქვს საღამოსკენ გადავყრი კომპზე და დავდებ [დიდი ვერაფერია])
მოკლედ ავედით და მაღლა ტყეში პორნო სურათების გადაღება მომერიდა თორე მასალა იყო წითელ ფოლკსვაგენზე 2 კაცი შესაბამისივე რაოდენობის ქალით წინ კაპოტზე და უკან საბარგულზე ნადიმობდნენ
მოკლედ კარგათ დავზვერეთ და... უკმაყოფილო დავბრუნდით სხვა ადგილის საძებნათ... ამასობაში დავურეკეთ მაოს და ამოგვაკითხა მისი ექსტრა ორდინალურად შეღებილი თეთრი ნივით... (მადლობა მაოს ძაან კაი ადამინია!...) მოკლედ ეს პირველი ნაწილი (რა ფოტოებიც მე მქონდა..) ზღვას და მზეს მეორე სერიაში შემოგთავაზებთ.
გამარჯობათ კიდევ ერთხელ, ხალხებო!:) სულ ჩემი ბრალია ამ რეპორტაჟIს შეჩერება და ასე დაგვიანება, მგონი ყველაზე მეტი სარეპორტაჟო ფოტო მე მქონა, რადგან შოთას ციფრათი ვიღებდი, მე კიდევ ვერ მოვახერხე ამდენ ხანს ფოტოების დადება კომენტარებითურთ
ახლავე დავაწყობ ფოტოებს და მცირე კომენტარებით შემოვიფარგლები:
მაშ ასე! როგორც აპაჩიმ მეტნაკლებდ გიამბოთ, 18 აგვისტოს, დილაადრიან გავემართეთ ჩვენი ჭკუით კვარიათისაკენ, გზაში შემოგვიერთდნენ აპაჩი და ანუცა, რომელსაც მანამდე არ ვიცნობდით და ძალიან კარგია რომ გავიცანით გზის ბოლოს შევცვალეთ გეგმა და გადავწყვიტეთ სარფში დავბანაკებულიყავით. ადგილების ბევრი ძიების შემდეგ, რაც აპაჩის მობილფოტოებში იყო ასახული, მაკას დიდებული ინიციატივით შევეჭერით ადგილობრივ ლაზურ ოჯახს ეზოში და მისი ნებართვით კარვები ეზოს ბოლოში გავშალეთ, პირდაპირ გზის პირას...
სასწრაფოდ მივირთვით რაც გვქონდა და გავეშურეთ ზღვისკენ. რასაკვირველია მაშინვე მოვიმარჯვეთ აპარატები ერთმანეთის ჩასაპორტრეტებელ-ჩასაჟანრებლად:
მაგრამ ზოგიერთებს მწვავე რეაქცია ჰქონდათ კამერის დანახვაზე, არაფოტოგენური ვარო (არადა ფაქტი ჯიუტია, ამ ბავშვის ულამაზესი ფოტოები shot by Shota უკვე იხილეთ გალერეაში)
ზღვა (და ცა) იყო ლუურჯი, ლურჯი.... მზის ჩასვლა ფანტასტიური.......
ჰოდა მზის ჩასვლას დაღამება მოყვა და კიდევ მოშიება დავბრუნდით კარვებში, მაგრამ ცოტა ხნით სიბნელეში მოგვიწია ჯდომა, ჰოდა მოულოდნელად ძლიერი "ფლეშკით" გადაღებულ სურათებს გაწითლებული და გაფართოებული თვალები მოჰყვა
მერე ისევ პლაჟისკენ გავუდექით და გვიანობამდე ვუყურებდით მთვარეს და ვარსკვლავებს...
ის ღამე მშვიდობიანად გავათიეთ კარვებში.... მართალია გოგოების კარავში ხან ანუკას "კედლებზე სიარული" მიფრთხობდა ძილს, ხან სადღეგრძელოებიანი სტუმარი, რომელიც ჩვენს "თავისუფლებას" შენატროდა, ხან კიდევ აპაჩის შეძახილები "ჩემი ქუთეისელი კომპლექსიანი დედა ვატირეო", მაგრამ საერთო ჯამში, მომდევნო დღეების გაადმოსახედიდან, შეიძლება ითქვას, რომ "ტკბილად" მეძინა, მეც და სხვებსაც........
მეორე დღეს მაქსიმალურად ვისიამოვნეთ ზღვით,
ზოგიერთებმა კლდიდან ხტომითაც გამოიჩინეს თავი ეს ბექაა (ამ ზომა-წონის ადამიანი მე იმ კლდეებზე სხვა არ მინახავს, რაც იქ ვიყავი) (ანუკა, მაპატიე, შენ რომ 8 მეტრიანი კლდიდან გადმოხტი ის ფოტო შეცდომით წამიშლია , იმედია ვანიჩკებს ექნება დაფიქსირებული)...
მერე ასეთი უცნაურად ჩაცმული ქალბატონიც დააფიქსირა რომელიღაც კლუბელმა შოთას აპარატით, ნებართვის გარეშე ვდებ და იმედია არ ეწყინება...