ესეიგი შარშან ამ დროისთვის Tamri-მ გახსნა ძალიან საინტერესო თემა, თქვენი წლის კადრი. შემდეგ ყველამ შეაჯამა საკუთარი ნამუშევრები და აარჩია საუკეთესო. მერე თუ არ ვცდები გაკეთდა გამოფენა იქნებ ახლაც დეკემბერში მოხერხდეს გამოფენის გაკეთება? ამიტომ ვხსნი ახლა ამ თემას რომ ახალ წლამდე იქნებ მოხერხდეს. ეს არის ჩემი აზრით ჩემი წლის კადრი მე არ მომწონს ყველაზე მეტად ეს მაგრამ ნუ მე რაც მომწონს ის რავის მოწონს
მე ეს სურათი მიყვარს.. ძალიან ბევრს მახსენებს.. მთელი წლის ამბავია.. აი ყველაფერი მაქვს ამ ფოტოში ჩადებული სხვების არ ვიცი ჩემთვის ეს არის
აი, რომ მივაღწიე მიზანს, დავიხარჯეთ, გავიმარჯვეთ, დავიღალეთ, გავერთეთ, ვიმოგზაურეთ, გვიყვარდა და რომ ბოსტონში არლინგტონის მეტროს სადგურში ვირაც პეტერბურგელი რუსი თბილისოს გვიკრავდა და რომ ვიყავით ყველაზე ყველაზე თავისუფლები.. და რომ ვიყავით...
არა ბევრი რამეა ძალიან.. წლის ფოტოც არ ეყოფა ამას.. ჩემ გალერეაში შეუფასებელია