Red Digital Cinema გამოუშვა ფოტო-ვიდეო კონსტრუქტორი, რომლითაც თითოეულ მომხარებელს შეეძლება თავისი კამერის აწყობა, იმ პარამეტრებიც რაც მისთვის იქნება საჭირო (ან იმ ფასად). კომპანია აცხადებს რომ წარმოდგენილი კომპონენტებისგან შესაძლებელია აიწყოს "სულ რაღაც" 2,251,799,813,685,248 კომბინაცია. წარმოდგენილი კომპონენტები შეიცავს სხვადასვა მოდულებს (ლინზებს, პროცესორებს, მაგტრიცებს და ა.შ.) მათი მეშვეობით შესაძლებელი იქნება ასევე 3D-კამერის აწყობაც.
კონსტრუქტორში შემავალი კომპონენტებისგან შეიძლება აიწყოს კამერა რომლის გარჩევადობა იქნება 4.9 მეგაპიქსელიდან 261მეგაპიქსელამდე (მატრიცის ზომა 6*17სმ) და გადაღების სიჩქარე 120 კადრი წამში. ფასები დაიწყება $2.500 დან $55000-მდე. მაქსიმალურ ფასად დაპირებული კამერა იქნება ფარტემაშტაბიანი (261მეგაპიქსელიანი) კამერა, რომელიც გადაიღებს 25 კადრამდე წამში(თუმცა ეს მონსტრი გამოვა 2010 წელს) ახალი მოდულები კი გაყიდვაშ გამოვა 2009 წლის სექტემბერში.
იმ შემთხვევაში გაქვთ Canon ან Nikon ობიექტივების დიდი კოლექცია, მისი "გადაგდებაც" არ იქნება საჭირო. ახალ აპარატებს ექნება PL, RED, Canon და Nikon ობიექტივების ფორმატების მხარდაჭერა!
ასეთი პრაქტიდა დანერგილია კომპიუტერების სამყაროში, როდესაც ადამიანს შეუძლია ააწყოს ის კომპიუტერი როგორიც უნდა, ვნახოთ რა მოუვა ფოტოგრაფიულ სამყაროს