მოკლედ, მსგავსი თემა კი არის გახსნილი, მაგრამ იქ მხოლოდ კადრებს ტვირთავ ი ვსიო.
აქ რა ხდება. მე ვტვირთავ ფოტოს რომელიმე ფილმიდან. შემდეგმა იუზერმა უნდა გამოიცნოს რომელი ფილმია და ამის შემდეგ აქვს უფლება თავად ატვირთოს კადრი სხვა ფილმიდან. შემდეგი იუზერიც გამოცნობის შემთხვევაში წერს რა ფილმია და ის ტვირთავს ფოტოს და ა.შ.
მოდერატორებს ვთხოვ, პოსტი ფოტოსა და პასუხის გარეშე წაშალოს.მგონი მაგარი თამაში გამოვა და თან ფოტოგრაფიასთან არც ისე შორსაა
კი, მონანიებამ გრან პრი მიიღო.. მაგრამ, მაგ წელს ვენდერსის "ცა ბერლინის თავზე" ლიდერობდა მთელი ფესტივალის მანძილზე.. და მორის პიალას რომ მისცეს პალმა, ხალხს სტვენა აუტეხავს.. ეს კაცი ასულა, აუღია თავისი რტო და ხალხს უთხრა, თქვენ თუ არ გიყვარვართ, იცოდეთ, არც მე მიყვარხართო.. ვენდერსს, მხოლოდ რეჟისურისთვის არგუნეს.. ზუსტად ვიცი, რომ "პალმა მაგ წელს პიალას "სატანის მზის ქვეშ"ს ერგო.. საუკეთესო მამაკი მასტროიანი იყო, ქალი ბარბარა ჰერში (ასე ითქმის მგონი).. და საუკეთესო დებიუტისთვის ნანა ჯორჯაძესაც მისცეს რაღაცა..
კონჩალოვსკის "სიბირიადამ" ვიცი, რომ რომელიმე ფესტივალზე რაღაცა აიღო..
Added @
QUOTE(PsixOdino4ka @ Nov 18 2008, 23:58)
ეს იყო Hotel Chevalier (2007), Wes Anderson-ის 12 წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. მთავალ როლებში : Jason Schwartzman, Natalie Portman.