მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
1. ნიკი - აგერ მიწერია მარჯვნივ 2. სახელი, გვარი -ნანკა პავიჩი მამიკოს ასული 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა - მენეჯერი, ეკონომისტი და ემიგრანაი ვარ ძირითადათ 4. ჰობი - პოლიტიკა, ოღონ ბინძურიაო ნუ მეტყვით, არ გიკრიტიკებთ მე თქვენს ჰობის და ნურც თქვენ გამიკრიტიკებთ ნუ რათქმა უნდა ფოტოგრაფია და კიდე ლიტერატურა. კოწია გამსახურდია ჩემი ცოხვრების ნაწილია 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს - დავწერ თუ ძან გინდა. 8 გუდოკ 812 ნონ ონლ ძევიწ 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე - აქტიურად ვეძებ