ფოტოკლუბი ბოკე და ლევან სიხარულიძე წარმოგიდგენთ გადაცემას
მე ფოტოგრაფი
საინტერესო სტუმრები, გაგვცემენ პასუხებს ჩვენივე დასმულ კითხვებზე.
პირველი სტუმარი საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო პეიზაჟისტი რუსლან ქირია (Ruslan)
თქვენი კითხვები შეგიძლიათ გაუგზავნოთ გადაცემის წამყვანს, ლევან სიხარულიძე-ს პირადი გზავნილის საშუალებით.
გადაცემის წამყვანი მიესალმება ყველანაირ შენიშვნასა და ჩასწორებებს ასევე იდეასაც გადაცემასთან დაკავშირებით.
ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გადაცემის თემაში თქვენს მიერ გაკეთებული კომენტარები საჭიროებენ გადაცემის წამყვანის დადასტურებას და შესაბამისად დადასტურებამდე ისინი არ გამოჩნდებიან.
ეს რას ნიშნავს?და რა გამონათქვამია? არ ვფიქრობ რომ საბა ინტრიგას იყენებს ყურადღების მისაქცევად. რა თქმა უნდა ყველა ადამიანს აქვს თავისი სუბიექტური აზრი ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში მაგრამ ასევე ადამიანს აქვს მიცემული გონი იმისთვის, რომ თვითონ აირჩიოს და გადაწყვიტოს რა მოეწონოს და რა არა...მოგწონს? - დაათვალიერე, არ მოგწონს და გაღიზიანებს?ნუ დაათვალიერებ და გაატარე ისე რომ მორალის კითხვა და გაცვეთილი ფრაზების სროლა არ დაუწყო ავტორს... მითუმეტეს თუ მართლა ისეთი მორწმუნეები ხართ როგორც ამას აჩვენებთ, უნდა გახსოვდეთ ესეთი ფრაზა - "პირველმა იმან ესროლოს ქვა ვინც უცოდველიაო". ამას გარდა ბოკეზე ყოველ დღე ისეთი დ/ფ -ები დევს რომ გული მისკდება რომ ვუყურებ, და კიდევ უფრო მისკდება გული როცა ამ ფოტოებზე კომენტარებს ვკითხულობ...ეგ არის აქ მყოფი საზოგადოების გემოვნება?და მანდ გემოვნებაც არაფერ შუაშია სადაც უბრალოდ ფოტოს ხარისხზეა საუბარი....რატომ მაგაზე არ იღებთ ხმას?