მოგმართავთ წინადადებით, და დიდი იმედი მაქვს რომ ამყვებით.
ყველა სხვა ფორუმისაგან განსხვავებით, სადაც ყველა საკუთარ ვინაობას და ა.შ. ასაიდუმლოვებს, ამ ფორუმზე და კლუბში ამის არ სურვილი და არც საჭიროება, მგონი არ უნდა იყოს...
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალი შემოსული ადამიანისათვის საკმაოდ ძნელია იმის გაგება, ვინ ვინაა, ვინ რა პროფესიისაა, ანუ ვისთვისაა ფოტოგრაფია ჰობი და ვისთვის პროფესია... ამას კი, საიტიდან საკმაოდ ძნელად თუ მიხვდები...
მოკლედ და კონკრეტულად, გთავაზობთ რომ ამ ტოპიკ-ში ყველამ საკუთარი თავი წარმოადგინოს..........
.............
რაც შეეხება კითხვებს: 1. ნიკი 2. სახელი, გვარი 3. პროფესია, ძირითადი საქმიანობა 4. ჰობი 5. სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი მე არ მაინტერესებს და თუ ვინმეს უნდა, დაწეროს 6. იგივე "ოჯახურ მდგომიარობაზე":)
ერთი კვირის განმავლობაში ისეთი მაგარი ამინდი იყო, ისეთი მაგარი!.. დღეს გაწვიმდა...
Firelight იმიტომ, რომ ცეცხლის შუქთან და ზოგადად ცეცხლთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს! დავიბადე ძალიან ლამაზ და საყვარელ ქალაქ ბორჯომში. ახლა ვცხოვრობ ბათუმში, ასევე ძალიან და საყვარელ ქალაქში!
ფოტოგრაფიას რაც შეეხება _ ძალიან მიყვარს! ვიგებ თავისუფალ და არათავისუფალ დროსაც. ჯერ მართალია არც ისე კარგად, მაგრამ ვფიქრობ ეს მხოლოდ ჯერ!