უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ატვირთულ ფოტოებს შორის ყველაზე დიდი საშუალო ქულის (რეიტინგის) მქონე ფოტო ხდება დღის ფოტო თუ: 1. დააგროვა ქულების აუცილებელი მინიმალური რაოდენობა - 249 ქულა 2. წინა ფოტოს დღის ფოტოდ დასახელების შემდეგ უნდა გავიდეს 2 საათი მაინც. ანუ, ფოტო მინიმუმ 2 საათი გარანტირებულად იქნება დღის ფოტო და შესაბამისად, 24 საათის განმავლობაში შეიძლება დასახელდეს არაუმეტეს 12 განსხვავებული ფოტოსი.
შენიშვნა: თუ 2 საათის გასვლის შემდეგ, არ არის გალერეაში ბოლო 24 საათის განმავლობაში დადებული ისეთი სურათი, რომელმაც გადალახა 249 ქულიანი ზღვარი, დღის ფოტო არ შეიცვლება, სანამ რომელიმე ფოტო არ გადალახავს ზემოთხსენებულ ზღვარს
უკვე დაიწერა, რომ ეს ფურმულა დაფუძნებულია საშუალო არითმეტიკულზე-ო
მაგალითი ერთი (საშუალო არითმეტიკულის: 4, 3, 5, 3 (დაიწერა ეს ქულები) ე.ი. (4+3+5+3)/4 = 3.75 ამის შემდეგ ვიღაცამ დაწერა 2 ე.ი. (4+3+5+3+2)/5 = 3.40 ეს არის საშუალო არითმეტიკულის მაგალითი. ჩვენი ფორმულაც ამაზეა დაფუძნებული. ჩვენი ფორმულით არ ხდება ქულების დაჯამება ან გამოკლება.
რაც შეეხება MRme-ს ნაწერს. წესით მაგას უნდა დაეწერა, რომ მისი ქულა იყო 3.75 და გახდა 3.44 და არა იყო 75 და გახდა 44.